წითელი ჯუჯები კარგად არ არის შესწავლილი, ამიტომაც არიან საინტერესო მეცნიერთათვის. ინგლისელი მკვლევარები თვლიან, რომ წითელი ჯუჯას სახელით ცნობილ ვარსკვლავებს, შეიძლება სიცოცხლისათვის შესაფერისი ვრცელი ზონები ჰქონდეთ, ვიდრე აქამდე ითლებოდა.
წითელი ჯუჯები ე.წ. M სპექტრალურ კლასს მიეკუთვნებიან. ისინი პატარა და შედარებით ცივი ვარსკვლავები არიან, ამიტომ ძალიან მკრთალად გამოიყურებიან ისეთ ვარსკვლავებთან შედარებით, როგორიც ჩვენი მზეა. წითელი ჯუჯების დიამეტრი და მასა მზის მესამედს არ აჭარბებს. ზედაპირის ტემპერატურა 3500 კელვინია, რაც შეიძლება ნათურის ვარვარების ძაფის ტემპერატურასაც კი შევადაროთ, ამიტომ წითელი ჯუჯას სახელის მიუხედავად, როგრც ნათურები, არა წითელ, არამედ უფრო ჟანგმიწა-მოყვითალო ფერით ანათებენ, რომელიც ხშირად მზეზე 10 000-ჯერ მცირე ინტენსიურობისაა. წყალბადის თერმობირთვული წვის ნელი ტემპის გამო, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ათეული მილირდიდან ათეული ტრილიონი წლით განისაზღვრება. ეს ვარსკვლავები სამყაროს ვარსკვლავთა 80% შეადგენენ, თუმცა დაბალი ელვარების გამო კარგად არ არიან შესწავლილი ასტრონომთა მიერ, სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მეტად, დაინტერესდნენ ასტრონომები წითელი ჯუჯებით.
თუ ისინი დანარჩენ ვარსკვლავებზე გაცილებით მეტნი არიან, ასტრობიოლოგთა ვარაუდით, მათი საშუალებით შეიძლება ახალი პლანეტები მოიძებნოს, სიცოცხლის არსებობისათვის დასშვები პირობებით. ეს უბრალოდ ვარაუდი არაა, წითელი ჯუჯების გარშემო სულ უფრო მეტი და მეტი ეკზოპლანეტაა აღმოჩენილი. მაგალითად, ე.წ. ზედედამიწა GJ 667Cb, რომელიც ახლახანს წითელ ჯუჯასთან(GJ 667C) აღმოაჩინეს.
„ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პლანეტებს ვპოულობთ წითელ ჯუჯებთან, ანუ სასიცოცხლო ზონაც იზრდება“ – ამბობს მკვლევარი მანოი ჯოში(Manoj Joshi), აღმოსავლეთი ინგლისის უნივერსიტეტიდან.
სასიცოცხლო ზონას მეცნიერები იმ კოსმოსურ სივრცეს უწოდებენ, სადაც სიცოცხლის ფორმების გაჩენაა შესაძლებელი, ანუ არის თხევადი წყალი, ნორმალური ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა.