იშვიათი ელემენტი

 ასტრონომებმა ჩვენი პლანეტისთვის იშვიათი ქიმიური ელემენტი კოსმოსში აღმოაჩინეს.

 დაახლოებით 13,7 მილიარდი წლის წინ სამყარო მხოლოდ წყალბადის, ჰელიუმის და ძალიან ცოტა რაოდენობით ლითიუმისაგან შედგებოდა. 300 მილიონი წლის მერე პირველი ვარსკვლავები გაჩნდნენ, რომელთაც დანარჩენი ელემენტები შექმნეს და მთელს კოსმოსში გაფანტეს. ვარსკვლავების ზეახლებად აფეთქებებმა სამყარო სხვა და სხვა სახის ქიმიური ელემენტებით გაამდიდრა, როგორიცაა: ნახშირბადი,ჟანგბადი, რკინა და დანარჩენი, მენდელეევის პერიოდული სისტემის, 94 ელემენტი.

 დღევანდელი ვარსკვლავები და პლანეტები ამ ელემენტებს შეიცავენ, ისინი ხომ ზეახლების აფეთქებით გამოტყორცნილი ნივთიერბებისგან არიან ფორმირებულნი(მათ შორის ჩვენი მზეც).

 უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მეცნიერები სხვა და სხვა ტიპის ვარსკვლავებს იკვლევდნენ, რითაც ჩვენს სამყაროში ქიმიური ელემენტების ევოლუციას ადევნებდნენ თვალს. მსოფლიოს სხვა და სხვა კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამი ვარსკვლავი, რომლებიც დედამიწისთვის ძალიან იშვიათ მეტალოიდს, ტელურს შეიცავენ. ჩვენს პლანეტაზე ტელური 1782 წელს, ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე, სამთო ინსპექტორმა ფრანც იოზეფ მიულერმა, ტრანსილვანიის ოქროსშემცველ მადანში აღმოაჩინა.

 მეცნიერთათვის კოსმოსურ სივრცეში ამ ელემენტის აღმოჩენა ძალიან დიდ სიურპრიზად იქცა, კერძოდ კი სამ ვარსკვლავში, რომელთა ასაკი 12 მილიარდი წელია. ტელური დედამიწაზეც კი უიშვიათესი ელემენტია, ხოლო მისი კოსმოსში აღმოჩენა, ასტრონომთათვის, რომლებიც ამ ელემენტის კვლევას განაგრძობენ, უბრალოდ ბედის საჩუქარია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.