ამრეკლი ნისლეულები ახლოს მდებარე ვარსკვლავების შუქით ანათებს, რომელიც ნახშირბადის შემცველი უწვრილესი მტვრის ნაწილაკებიდან აირეკლება. ტიპიური ცისფერი შეფერილობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ ის უფრო ეფექტურად აირეკლება ხსენებული ნივთიერების შემცველი ნაწილაკებისგან, ვიდრე წითელი. ნისლეულის ელვარება ნაწილაკების ზომაზე და სიმკვრივეზეა დამოკიდებული, ასევე ახლოს მდებარე ვარსკვლავების ან ვარსკვლავის ფერზე. ამ ფოტოზე გამოსახულია ამრეკლი ნისლეული NGC 1435, რომელიც გარსაკრავს ვარსკვლავ მეროპას (23 ტაუ) – თანავარსკვლავედ პლეადების (M45) ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავს. პლეადებში ეს ნისლეული, ღია ვარსკვლავთგროვისა და მოლეკულარული ღრუბლის შემთხვევითი შეჯახებით ჩამოყალიბდა.
როზეტა
_ნისლეული როზეტა, არა მხოლოდ გაზ-მტვროვანი ღრუბელია, რომელიც თავისი ფორმით ვარდს მოგვაგონებს, არამედ ღამის ცის ყველაზე ცნობილი ნისლეულიც არის.

ქვედა ფოტო ქართველი ასტრომოყვარულის მიერ (დავით დვალი. 2014 წ.) არის გადაღებული, იონიზებული წყალბადის (H-ალფა) სპექტრულ ზოლში.
ნისლეული, დედამიწიდან 5000 სინათლის წლის მანძილზე, უზარმაზარი მოლეკულური ღრუბლის კიდეზე, მარტორქის თანავარსკვლავედში მდებარეობს. კოსმოსური ვარდის ფურცლები, სინამდვილეში, ვარსკვლავური აკვნებია, რომელთა ლამაზი, სიმეტრიული ფორმები ცენტრალურ ნაწილში განლაგებული ცხელი და ახალგაზრდა ვარსკვლავების გამოსხივებითაა განპირობებული. ამ ენერგიული გროვის (NGC 2244) ვარსკვლავების ასაკი რამდენიმე მილიონ წელს არ აჭარბებს. როზეტას (NGC 2237) ცენტრალური ნაწილის ზომა დაახლოებით 50 სინათლის წელია. ამ ნისლეულის დანახვა მცირე სიმძლავრის ტელესკოპითაცაა შესაძლებელი, მარტორქის თანავარსკვლავედის მიმართულებით.
ორიონი
ორიონის თანავარსკვლავედში გაცილებით მეტი ვარსკვლავია, ვიდრე ადვილად შესამჩნევი, ერთ რიგში გამწკრივებული სამი ვარსკვლავი.
ამ ღრმა გამოსახულებაზე თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ყველაფერი, ბნელი ნისლეულით დაწყებული და ვარსკვლავთგროვებით დმთავრებული. ეს ყველაფერი წაგრძელებული გაზური ღრუბლის შიგნითაა, რომელიც კიდევ უფრო დიდი, ორიონის მოლეკულური ღრუბლის ნაწილია. სამი ვარსკვლავი მარცხნივ, ორიონის წრის ნცობილი ვარსკვლავები არიან. ქვედა ვარსკვლავის, ალნიტაკის, ოდნავ დაბლა ცეცხლოვანი ნისლეული მდებარეობს, რომელის ნათება წყალბადის აგზნებული ატომებითაა გამოწვეული. ის მოყავისფრო მტვრის კვანძებშია ჩაძირული. ალნიტაკიდან მარჯვნივ, გამოსახულების ცენტრს დაბლა, მდებარეობს ნისლეული ცხენის თავი. გამოსახულების ზედა, მარჯვენა ნაწილში ჩანს M42 – თვითონ ორიონის ნისლეული – ცხელი გაზის ქვაბი, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ დაინახოთ. M42-იდან ოდნავ მარცხნივ ცისფერი ამრეკლი ნისლეულია, უამრავი ცისფერი ვარსკვლავით. ეს გამოსახულება რამდენიმე ღამის განმავლობაში გადაღებული ფოტოებითაა შედგენილი და 75 სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს. მასზე გამოსახული ობიექტები ჩვენიდან ნახევარი ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.