რომელიც მზესათნ მიახლოების მერე დნობას იწყებს და რაც უფრო მოკლეპერიოდულია ის, ანუ ხშირად სტუმრობს მზეს, მით მალე დნება და მისგან მხოლოდ კლდოვანი ქანებისგან შემდგარი ბირთვიღა რჩება(შესაძლებელია ბირთვიც მთლიანად დაიშალოს,მაგალითად შუმეიკერ-ლევის კომეტა). სწორედ კომეტის ნარჩენები იჭრებიან ხოლმე დედამიწის ატმოსფეროში მეტეორიტული „წვიმების“ სახით.
ვარსკვლავი შეკუმშული გაზის(ძირითადათ წყალბადი და ჰელიუმი) გიგანტური სფეროა, ბირთვში მიმდინარე თერმობირთვული რეაქცია, გამოწვეული ხსენებული გაზის ცენტრზე დაწოლით, მთლიანად აცხელებს ამ გაზს, რომელიც კაშკაშა სინათლით ელვარებს(თუმცა, არსებობენ ვარსკვლავები, რომელთა ნათებაც სხვა მექნიზმით ხდება – თეთრი და ყავისფერი ჯუჯა, პულსარი).
კომეტა გაყინული, მკვრივ ზედაპირიანი სხეულია, ვარსკვლავი კი გავარვარებული გაზების სფერო, რომლის საშუალო სიმკვრივე წყლისას უტოლდება. მათ ერთმანეთთან ის ნივთიერებები აკავშირებენ, რომლებითაც თვითონ ვარსკვლავი და მასთან დაკავშირებული სისტემა – პლანეტები,კომეტები,ასტეროიდები,მეტეორიტები, გაზურ-მტვროვანი ღრუბლები ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამიტომ ახდენენ მეცნიერები სპეციალური ზონდებით ასტეროიდებიდან და კომეტებიდან სინჯების აღებას(1), რომელთა გამოკვლევა მზის სისტემის ჩამოყალიბების ისტორიას მოჰფენს ნათელს.