მზიდან ამონაფრქვევის სიმძლავრე სწორად არ იყო შეფასებული

 მეცნიერებმა გოდარდის კოსმოსური ცენტრიდან დაადგინეს, რომ მზის ანთებების ენერგია რამდენიმეჯერ მეტია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, მოკლე შინაარსი კი ნასას საიტზე.
მეცნიერები ტრადიციულად მზის ანთებების სიმძლავრეს აფასებდნენ მისი მაქსიმალური მაჩვენებლით რენტგენის დიაპაზონში. ამ პიკების მიხედვით ანთებებს მიენიჭათ ციფრულ-ასოითი კოდები. ასოები – A,B,C,M და X  აღნიშნავენ კლასს, ხოლო რიცხვები კლასსშიდა გრადაციას (ყველასთვის, X-ის გარდა, ეს ციფრები ათზე ნაკლებია). ნაწილობრივ, ასეთი კლასიფიკაცია იმით აიხსნება, რომ მზის ანთებებზე დაკვირვება ხდებოდა GOES-ის ტიპის აპარატებით, რომლებიც მხოლოდ რენტგენის დიაპაზონში მუშაობენ.

 ახალი კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა გააანალიზეს ანთებები მონაცემების მიხედვით, რომლებიც მზის დინამიკის ობსერვატორიამ(SDO) შეაგროვა. აპარატს მზეზე დაკვირვება ერთბაშად რამდენიმე დიაპაზონში შეუძლია. სულ შესწავლილ იქნა 191 ანთება, მომხდარი 2010 წლის მაისიდან დრევანდელ დღემდე. შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს ენერგეტიკული პიკები სპექტრში, რომელიც არ ემთხვევა რენტგენულს, მაგალითად, ულტრაიისფერ დიაპაზონში.

 გარდა ამისა ანთებათა 15 პროცენტს აღმოაჩნდა ”კუდი” – ენერგიის ამოფრქვევის პროცესი საათობით გრძელდებოდა, მას შემდეგაც, რაც რენტგენში ყველაფერი შესუსტებული ჩანდა. გამოდის, რომ ამონაფრქვევის სიმძლავრის შეფასების დროს, მეცნიერები 2-3-ჯერ ცდებოდნენ.

 მზიური ანთებები დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ელექტრონული აპარატურისთვის. მათ მიერ გამოწვეული მაგნიტური ქარიშხლები, ყველაფერთან ერთად, იწვევენ ელ.ენერგიის გათიშვებს, ხარვეზებს რადიოკავშირში და სანავიგაციო სისტემებში. მაგალითად, 2005 წლის 11 სექტემბრის ანთება 50 საათი გრძელდებოდა და ჩრდილოეთ ამერიკის კავშირგაბმულობის შეფერხება გამოიწვია, შემცირდა სანავიგაციო თანამგზავრების სიზუსტეც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.