სურათი გადაღებულია 4 ივნისს ორამანში, ქურთისტანის მთიანი რეგიონი ირანში. ფერების კონტრასტი პლანეტასა და ვარსკვლავს შორის ადვილი შესამჩნევია, რადგან ფერის გაძლიერება სპეციალური დიფუზური ფილტრით მოხდა. გადაღების მომენტში მეორე ახლო პლანეტა ვენერა უკვე მთებს მიეფარა, ის ახლა, დასავლეთ საღამოს ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტია. მზის სისტემის კიდევ ერთი პლანეტა სატურნი კი ეხლაც კარგად ჩანს მთელი ღამე. კადრში მოყვა აგრეთვე ყველაზე დიდი გალაქტიკური გროვა – კომა(კომას ჯგუფი გალაქტიკების ყველაზე მეტი რაოდენობით გამოირჩევა, ის ათასობით გალაქტიკას შეიცავს. გალაქტიკები თავის მხრივ მილიარდობით ვარსკვლავს. კომას მოცულობა იმდენად დიდია, რომ სინათლეს ერთი ბოლოდან მეორემდე მისასვლელად მილიონობით სინათლის წელი ჭირდება. ასეთ ჯგუფებში გალაქტიკების ფორმა რატომღაც ელიფსურია, მის გარეთ კი ძირითადათ სპირალური(ჩვენი გალაქტიკაც სპირალურია). კვლევის საგანია აგრეთვე კომას რენტგენული გამოსხივების ბუნება).