მაგნიტური ქაფი მზის სისტემის კიდეზე

 ჩვენი მანთობიდან ასეულობით ასტრონომულ ერთეულზე მყოფი მაგნიტური ველი შამპანურის ან ლუდის ქაფს გავს. ოღონდ მასში მყოფი ყოველი ბუშტულა ზომით 150 მილიონი კილომეტრის ტოლია.


მზის სიტემის გარე ნაწილების ძველი(მარცხნივ) და ახალი მოდელები. წითელად და ცისფრად ნაჩვენებია მაგნიტური ძალწირები. მზესთან ახლოს ნაჩვენებია პლანეტათა ორბიტები. მარჯვენა სქემაზე ჩანს, რომ იმ რეგიონში, სადაც ახლა იმყოფებიან „ვოიაჯერები“(გამოყოფილია ჩანართით), მეცნიერებმა დაამატეს მაგნიტური ქაფი(NASA-ს ილუსტრაცია).

 მაგნიტური ველის ქაფისმაგვარ სტრუქტურაზე დასკვნები მეცნიერებმა „ვოიაჯერებიდან“ მიღებული მონაცემებით გააკეთეს. ეს ორი აპარატი ამჟამად ჰელიოსფერულ მანტიაში იმყოფება. როგორც ნასა იუწყება, მზის ბრუნვის გამო მისი მაგნიტური ველი, მზიდან შორს იწყებს ჩახვევასა და ერთმანეთზე დაწყობას, როგორც ნაკეცებიანი კაბა. ეს ადრეც იყო ცნობილი. თუმცა ის, რაც ახლა აღმოაჩინეს ასტრონომებმა ჩვენი სისტემის ერთ-ერთ გარე ფენაზე, მეცნიერთათვის ნამდვილი სურპრიზია.

 მაგნიტური ველის ძალწირების გადაერთებების ხარჯზე, ველის ნაკეცებმა, საბოლოო ჯამში, წარმოქმნეს მაგნიტური ბუშტულების არმია, თითოეული ზომით დედამიწიდან მზემდე(1 აე = 150 000 000 კმ.) ეს ბუშტულები ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის ძირითად ველს გამოეყვნენ და განცალკევდნენ.


მაგნიტური ქაფის ფრაგმენტი და 1 ასტრონომული ერთეული(NASA-ს ილუსტრაცია).

 ბუშტულების არსებობას კომპიუტერული მოდელირება ადასტურებს, რომელმაც როგორც იქნა ახსნა ის, თუ რატომ გადმოსცემდნენ „ვოიაჯერები“ მუდმივად ცვლად პარამეტრებს. უბრალოდ ურივე ზონდი გადადის ბუშტულადან ბუშტულაში, თითოეულ ასეთ გადასვლას ისინი 3-4 თვეს ანდომებენ.

httpv://www.youtube.com/watch?v=5HbJiY1wATQ&feature=player_embedded

 ვითარებაში კარგად გასარკვევად მეცნიერები იმედს ახალი მონაცემების გაშიფრვაზე ამყარებენ. ეს კი უბრალო საქმე არაა, როგორც მაგნიტური ქაფის დიდი ზომების, ასევე ამ მაგნიტური ველების სისუსტის გამო. ამის მიუხედავად უკვე ნათელია, რომ ჰელიოსფეროს ძველი მოდელები შეცვლას ითხოვენ.

 მეცნიერები ამბობენ, მაგნიტური ქაფი – ეს არის მზის სისტემის პირველი ფარი, რომელიც ჩვენ გალაქატიკური კოსმოსური სხივებისგან გვიცავენ. ჯერჯერობით გაურკვეველია კარგია თუ ცუდი ის, რომ ფარს ასეთი დანაწევრებული სტრუქტურა გააჩნია. ერთის მხრივ, ბუშტულებს შორის არსებული სიცარიელეები შეიძლება იყოს სხივებისაგან დაუცველი ნაწილები, მეროეს მხრივ კი, მათ შეიძლება მაღალ ენერგიული ნაწილაკების მაგნიტური ხაფანგის როლი ითამაშონ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.