მეცნიერებმა ბნელი ენერგიის სასარგებლოდ კიდევ ერთი მტკიცებულება მოძებნეს – უფრო ზუსტად რომ ვქვათ, მათ აღმოაჩინეს ერთ ერთი ალტერნატიული თეორიის არამართებულობა, რომელიც სამყაროს ბნელი ენერგიის მონაწილეობის გარეშე განიხილავს. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ Astrophisical Journal-ში გამოქვეყნდა, ხოლო მოკლედ ამ ინფორმაციას პორტალი Space.com-ი ავრცელებს. 1998 წელს, იმისათვის რომ სამყაროს აჩქარებით გაფართოება აეხსნათ, მეცნიერებმა წარმოადგინეს ჰიპოთეზა ბნელი ენერგიის შესახებ. თანამედროვე თეორიების, კერძოდ კი ფარდობითობის თეორიის თანახმად, დროთა განმავლობაში გალაქტიკების ურთიერთდაშორების სიჩქარე უნდა მცირდებოდეს, თუმცა დაკვირვებები აჩვენებენ, რომ ეს ასე არ არის.
Ia ტიპის ვარსკვლავზე კომპანიონი ვარსკვლავიდან გადმოედინება მატერია და მასის დაგროვების გარკვეულ ზღვარზე ხდება მისი თერმობირთვული აფეთქება, ანუ ზეახლად ანთბა.
უკანასკნელ წლებში ასტრონომებმა ამ ენერგიის არსებობის კიდევ ბევრი ირიბი მტკიცებულება იპოვეს, თუმცა ექსპერიმენტულად ის ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ. ზოგიერთი მკვლევარი, ყოველივე ხსენებულის მიუხედავად, არ გამორიცხავს, რომ სიმართლესთან უფრო ახლოს შეიძლება იყვნენ ალტერნატიული ჰიპოთეზები, ბნელი ენერგიის გარეშე.
ერთი ასეთი ჰიპოთეზის მიხედვით, სამყაროს დამზერადი აჩქარებული გაფართოება გამოწვეულია იმით, რომ მზის სისტემა, ჩვენი გალაქტიკა და ახლო კოსმოსური სივრცე განლაგებულნი არიან უზარმაზარ, 8 მილიარდი სინათლის წლის ზომის, შედარებით ცარიელ რეგიონში. შესაბამისად, მეცნიერების მიერ გაზომილი გაფართოების სიჩქარე არ არის სწორი – ეს ილუზიაა, რომელიც კოსმოსის ერთ კონკრეტულ ადგილზე იქმნება. ეს ჰიპოთეზა არ სარგებლობს პოპულარობით ასტრონომთა შორის, დღეისათვის არ არსებობს არანაირი ფიზიკური მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი გალაქტიკა იმყოფება განსაკუთრებულ, კოსმოსის სხვა ადგილებისგან განსხვავებულ ნაწილში.
ავტორებმა სამყაროს გაფართოების სიჩქარე დაადგინეს Ia-ს ტიპის ზეახლებზე დაკვირვებებით. ზეახლები არიან ვარსკვლავები, რომლებიც თავიანთ ევოლუციას აფეთქებით ამთავრებენ, Ia-ს ტიპის ზეახლები კი იმით გამოირჩევიან, რომ მათი ნათობა ყოველთვის ერთნაირია. შესაბამისად, ასეთი ვარსკვლავის ხილული სიკაშკაშის შეფასებით, ასტრონომებს საშუალება ეძლევათ გამოიანგარიშონ მანძილი ამ ობიექტამდე. ამასთან ერთად ამ ვარსკვლავებისთვის წითელი წანაცვლების მაჩვენებელის დადგენით(ძვრა მასხივებელი ობიექტის სპექტრში წითლისკენ, გამოწვეული ამ ობიექტის მოძრაობით დამკვირვებლის საწინააღმდეგო მიმართულებით. დოპლერის ეფექტი), ასტრონომები სამყაროს გაფართოების სიჩქარესაც ანგარიშობენ.
ასეთი დაკვირვებებისთვის სპეციალისტებმა გამოიყენეს კოსმოსურ ტელესკოპ ”ჰაბლზე” 2009 წელს დაყენებული ახალი კამერა Wide Field Camera 3. მეცნიერებმა სამყაროს შემადგენელი ობიექტების ურთიერთდაშორების სიჩქარის ძველ მონაცემზე 30 პროცენტით უფრო ზუსტი მაჩვენებელი მიიღეს, რომელიც ”ცარიელი ადგილის” ჰიპითეზის ჩარჩოებში ვერ თავსდება.
ახალი მტკიცებულება ბნელი ენერგიის სასარგებლოდ
Posted by