კომეტა C/2024 G3 (ATLAS)

 რატომ აქვს კომეტა C/2024 G3 (ATLAS)-ს ასეთი ფერადი კუდები? წინა კვირას, ეს კომეტა მაქსიმალურად მიუახლოვდა მზეს, ღრმად, მერკურის ორბიტის შიგნით და ელვარებას მკვეთრად მოუმატა. სამწუხაროდ, ამ დროს ისე ახლოს იყო მზესთან, რომ დედამიწელი დამკვირვებლისთვის მისი დამზერა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა, არა კოსმოსური აპარატისთვის – SOHO (NASA). სხვადასხვა ფილტრების გამოყენებით გადაღებულ ამ კომპოზიტურ ფოტოზე, შუა თეთრი კუდები, სავარაუდოდ, მზის სინათლის კარგად ამრეკლი მტვრისგან უნდა შედგებოდეს. წითელი, ცისფერი და მწვანე კუდები, ალბათ, იონური კუდებია, რომელთა ფერები კომეტიდან ამოტყორცნილი და მზის ენერგიით აგზნებული გარკვეული გაზების გამოსხივებითაა მიღებული (გაზის იონიზაცია). ახლა, C/2024 G3 (ATLAS) გრძელი კუდების დემონსტრირებას სამხრეთის ცაში ახდენს, ამასთან ერთდ, ისინი სულ უფრო სუსტდება, რადგან კომეტა მზის სისტემის შიდა ნაწილიდან გადის (კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.