მზის გვირგვინი, მხოლოდ მზის დაბნელების სწრაფად წარმავალი სრული ფაზის დროს ჩანს კარგად. წაგრძელებული გვირგვინი ნამდვილად ეფექტური სანახაობაა. ეს, მზის ზედა ატმოსფეროა და ჩვეულებრივ, მნათობის კაშკაშა დისკის (ფოტოსფერო) ელვარებაში არის ხოლმე დამალული. გვირგვინის დეტალები და მისი სიკაშკაშის ძლიერი ცვლილებები თვალისთვის აღქმადია, გადაღება კი ძალიან რთული (როგორ გადავიღოთ მზე). მზის გვირგვინის ეს დეტალური სურათი მრავალჯერადი ექსპოზიციითა და ციფრული დამუშავების გამოყენებით არის მიღებული, 2023 წლის 20 აპრილს, ავსტრალიიდან. სურათზე ნათლად ჩანს ჩახლართული მანათობელი ძაფები, რომლებიც მაგნიტური ველებისა და გავარვარებული აირების ურთიერთქმედებით წარმოიქმნება, ჩანს პროტუბერანცების მოვარდისფრო მარყუჟებიც. მზის გვირგვინი ხილული იქნება 8 აპრილს, მოწმენდილ ცაზე, სრული დაბნელების ვიწრო ზოლიდან, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკას გადაუვლის (მზის სრული დაბნელებები; მზის ისტორიული დაბნელება საქართველოში).
სრულად დაბნელებული მზის გვირგვინი
Posted by