პორტუგალიელ მოგზაურს, ფერნანდო მაგელანსა და მის მეზღვაურებს, მოგზაურობდნენ რა კაცობრიობის ისტორიაში პირველად დედამიწის გარშემო, სამხრეთის ცის დასათვალიერებლად საკმარისი დრო ჰქონდათ. მათ მიერ შემჩნეული ორი ერთმანეთის მსგავსი ნათელი ღრუბლები, მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლების სახელით არის ახლა ცნობილი. ეს ვარსკვლავური ღრუბლები, არაწესიერი ფორმის ჯუჯა გალაქტიკებია, ჩვენი უზარმაზარი სპირალური გალაქტიკის, ირმის ნახტომის თანამგზავრები. მაგელანის დიდ ღრუბლამდე (LMC) მანძილი 160 ათასი სინათლის წელია. ის ყველაზე მასიურია ირმის ნახტომის სატელიტი გალაქტიკებიდან, მისი ზომა დაახლოებით 15 ათასი სინათლის წელია და მასშია ჩვენი დროის უახლოესი ზეახალი SN 1987A. სურათის ზედა ნაწილში ელვარე ტარანტულის ნისლეული ჩანს, აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე მასიური ვარსკვლავების სამყოფელი.
მაგელანის დიდი ღრუბელი
Posted by