SN 1987A-ის “სიცოცხლის” ბოლო ეტაპი

 დაახლოებით სამი ათეული წლის წინ, 1987 წლის 23 თებერვალს, მეცნიერებმა, უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში მომხდარი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება დააფიქსირეს – SN 1987A. აფეთქება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ანათებდა კოსმოსს, ელვარებით, რომელიც მილიონჯერ მეტი იყო მზისაზე. აღმოჩენის დღიდან დაწყებული, მაგელანის დიდ ღრუბელში (ირმის ანხტომის მეზობელი ჯუჯა გალაქტიკა) მდებარე ზეახალი, დაუსრულებელ სინათლის შოუს სთავაზობს ასტრონომებს.

 SN 1987A, ყველაზე ახლო ზეახალია, რომელში მიმავალი პროცესების დეტალური კვლევაა შესაძლებელი. „ჰაბლი“, „ჩანდრა“, 66 რადიოტელესკოპისგან შემდგარი ALMA, ყველა ტელესკოპი, ექსპლუატაციაში შესვლის თანავე SN 1987A-სკენ იქნა მიმართული.

 ბოლო მონაცემების მიხედვით, რომლებიც ყველაზე თანამედროვე ასტრონომიული ინსტრუმენტებით არის შეგროვებული, იმაზე მიუთითებს, რომ SN 1987A-ს „სიცოცხლეში“ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. ადრე, ზეახლის დარტყმითი ტალღა გაზის რგოლს შეეჯახა, რომლის შემადგენელი გაზი მომაკვდავმა ვარსკვლავმა აფეთქებამდე გამოაფრქვია. ახლა, გავარვარებული გაზის შენელბული ნაკადი, ვარსკვლავური ქარის ნელ ნაკადს ეჯახება, რომელიც გიგანტურმა ვარსკვლავმა, ზეახლად აფეთქებამდე, მისი არსებობისა და განვითარების ადრეულ პერიოდებში გამოასხივა.

 SN 1987A-ის მსგავსი მძლავრი ზეახლები, კოსმოსური გაზის ღრუბლების „შენჯღრევასა“ და ისეთი შესქელებების გაჩენას იწვევს, რომლებშიც შემდეგ, ახალი ვარსკვლავები და პლანეტები ფორმირდება. გარდა ამისა, ეს აფეთქებები, კოსმოსში ისეთი მძიმე ელემენტების გაფანტვას ახდენს, როგორიცაა ნახშრბადი, აზოტი, ჟანგბადი და სხვა. ისინი გიგანტური ვარსკვლავის თერმობირთვულ „ღუმელში“ სინთეზირდა. განსაკუთრებით ძლიერი აფეთქებებისას, ეს ქიმიური ელემენტები მთელ გალაქტიკაში ვრცელდება და ჩვენთვის ცნობილი ყველა ცოცხალი არსების ფუძეს წარმოადგენს (როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?).

 „ჰაბლით“ გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს, რომ ზეახლის შემომფარგლავი, 1 სინათლის წლის ზომის სქელი გაზის წრე, ინტენსიურად ანათებს ოპტიკურ დიაპაზონში. ეს რგოლი აფეთქებამდე დაახლოებით 20 000 წლის წინ გაჩნდა და ზეახლის ანთებით წარმოქმნილი ულტრაიისფერი გამოსხივება, გაზის შემდგენელ ატომებს აღაგზნებს და აიუძლებს ანათოს (გაზის იონიზაცია).

 რგოლის შიგნით მდებარე ზეახლის ცენტრალური ნაწილი, ამასობაში, ნახევარი ს.წ. ზომის გახდა. ყველაზე უფრო საინტერესოა ვარსკვლავური ნარჩენის ორი უზარმზარი „წვეთი“, რომლებიც ერთმანეთსა და ცენტრს 32,2 მილიონი კილომეტრი საათში სიჩქარით შორდება.

 1999-2013 წლებში, „ჩანდრა“ რენტგენში მანათობელ გაფართოებად რგოლს იკვლევდა, რომელიც სულ უფრო კაშკაშა ხდებოდა, რადგან დარტყმითი ტალღა გაზში ვრცელდებოდა და რენტგენის ნათებამდე აცხელებდა მას(რენტგენის და სინქროტრონული გამოსხივება).

 უკანასლნელი წლების განმავლობაში, ამ ნათებამ შემცირება დაიწყო. 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული, 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით, მისი ელვარება შეუცვლელი რჩებოდა. მოგვინებით, ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ „რენტგენის რგოლის“ შიდა ნაწილებმა მის მარცხენა ქვემო რეგიონში, გაქრობა დაიწყო. ყველა ეს ცვლილება იმაზე მეტყველებს, რომ დარტყმითი ტალღა უკვე გაზის მცირე კონცენტრაციის მქონე ვარსკვლავთშორის გარემოში გავიდა, სადაც მისი მკვეთრი გამოვლინებები ვეღარ ხდება.  ეს კი SN 1987A-ის აფეთქების ბოლო ეტაპია.

 რა დარჩა აფეთქების ადგილზე ახლაც გაურკვეველია, ასტრონომები, ნეიტრონული ვარსკვლავის ან შავი ხვრელის ძებნას აგრძელებენ. იმის გამო, რომ ზემოთ ხსენებულ ორ ობიექტს კომპაქტური ზომა აქვს, მათი ძიება ამ ნარჩენში ძალიან რთული საქმეა და ჯერჯერობით, ისევ უშედეგოდ სრულდება (ზეახალი ვარსკვლავი; კიდევ SN 1987-ის შესახებვარსკვლავი).

SN 1987A-სინათლის ექო (AATEROS2SuperMACHO).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.