კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) ასტრონომი, დევიდ კიპინგი, ე.წ. “წითელი ცის” პარადოქსის ახსნას გვთავაზობს, პარადოქსისა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს — რატომ არ ჩანს ცაზე ვარსკვლევბის ყველაზე გავრცელებული ტიპი — წითელი ჯუჯები? (Proceedings of the National Academy of Sciences).
კიპინგმა გამოიყენა ბაიესის სტატისტიკა, როცა განხილული მოვლენის დადგომის ალბათობა მის შესახებ ახალი ინფორმაციის გაგებაზეა დამოკიდებული. მეცნიერმა განიხილა მოაზროვნე დამკვირვებლის გაჩენის ალბათობა მზის ტიპის (სპექტრლი კლასი F, G ან K) ვარსკვლავებთან ან წითელ ჯუჯებთან. წითელი ჯუჯები 5-ჯერ მეტად არის გავრცელებული, ვიდრე მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები, თან 20-ჯერ მეტ ხანსაც ცოცხლობენ. გარდა ამისა, მათ გარშემო დედამიწის ტიპის უამრავი ეგზოპლანეტებიც არის აღმოჩენილი (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).
შანსი იმისა, რომ მოაზროვნე დამკვირვებელი გაჩნდება ვარსკვლავთან, რომელიც მზის მსგავსია, და არა წითელ ჯუჯასთან, შეადგენს 1/100-თან. ეს კი კოპერნიკის პრინციპს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით, კაცობრიობა არ არის რაიმე განსაკუთრებულ პოზიციაზე სამყაროში (კოპერნიკის პრინციპი).
მეცნიერმა დაასკვნა, რომ წითელ ჯუჯებთან, მოაზროვნე არსებების გაჩენის ალბათობა ძალიან მცირე შეიძლება იყოს, ასევე, რთული სიცოცხლის ევოლუციისთვის საჭირო მცირე დროითი ფანჯარა ან სიცოცხლისთვის თავსებადი პლანეტების ფორმირების მცირე ალბათობა. ამ სამი ვარიანტიდან ერთითაც შეიძლება აიხსნას “წითელი ცის” არ არსებობა, რადგან დამკვივებელი მხოლოდ წითელი ჯუჯებიდან შორს ჩნდება. როგორც კიპინგი წერს, სამივე ვარიანტი, როგორც ჩანს, შეზღუდული ცოდნის გამო გვეჩვენება შესაძლებელად, მხოლოდ სამომავლო ასტრობიოლოგიური კვლევები შეუწყობს ხელს პარადოქსის ზუსტი მიზეზის დადგენას (ვილჰელმ ოლბერსის პარადოქსი; გალაქტიკათშორისი ფრენები ფერმის პარადოქსს კიდევ უფრო ართულებს; ფერმის პარადოქსის ახსნა რუსულად სხვა; სიცოცხლე M-კლასის ჯუჯა ვარსკვლავებთან?).