რა მოხდება, თუ მზის სისტემის ყველაზე მაღალი კლდიდან გადმოვხტებით? ურანის თანამგზავრ მირანდაზე არსებული კლდის, ვერონა რუპესის სიმაღლე დაახლოებით 20 კილომეტრია, რაც დედამიწაზე არსებული დიდი კანიონის სიღრმეზე ათჯერ მეტია (კანიონი არგო ქარონზე). მირანდას სუსტ გრავიტაციას თუ გავითვალისწინებთ, ამ კლდის ქიმიდან გადმომხტარი თავგადასავლებისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ადამიანი, 12 წუთი იქნებოდა ვარდნის მდგომარეობაში და სარბოლო ავტომანქანის სიჩქარეს განავითარებდა – 200 კმ/სთ. მიუხედავად ამისა, მაინც არის შესაძლებელი ცოცხლად დარჩენა, თუ შესაბამისი დამცავი საჰაერო ბალიშები ექნება. ვერონა რუპესის ეს ფოტო, 1986 წელს, მირანდას ახლოს მოძრავმა “ვოიაჯერ-2“-მა გადაიღო. გიგანტური კლდის წარმოქმნის მიზეზი უცნობია, შეიძლება, ძლიერ შეჯახებას უკავშირდებოდეს ან ზედაპირის ტექტონიკურ მოძრაობას (დედამიწაზე ვარდნისას).
ვერონა რუპესი: მზის სისტემის ყველაზე მაღალი კლდე
Posted by