პლანეტების ფორმირების შესახებ თეორიას ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი აქვს, რომელსაც “გაბნევის ბარიერი” შეიძლება ვუწოდოთ – ეწინააღმდეგება ნაწილაკთა გროვების ფორმირებას, რადგან მტვრის ნაწილაკები ერთმანეთთან შეჯახებისას სხვადასხვა მიმართულებებით უნდა აირეკლებოდეს, რაც დიდი ფრაგმენტების წარმოქმნას აბრკოლებს. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ სხვების მიზიდვის უნარის მქონე მასიური გროვები წარმოიქმნება. ასეთი მასის ფორმირება რომ მოხდეს, რამენაირად, გაბნევის ბარიერი უნდა დაიძლიოს.
თავისუფალი ვარდნის კოშკურა (ბრემენი, გერმანია).
ნაწილაკებს დამატებითი “წებოვნება” ელექტრულმა მუხტმა შეიძლება შესძინოს, რაზეც Physics Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი. ექსპერიმენტის მსვლელობისას შუშის პატარა ბურთულებს ანჯღრევდნენ და 100 მეტრი სიმაღლიდან თავისუფალ ვარდნაში უშვებდნენ, რითაც პროტოპლანეტურ დისკოში პლანეტების ფორმირების იმიტაცია ხდებოდა.
გაზ-მტვრის დისკოთა შემადგენელი უმცირესი ნაწილაკები ერთმანეთს ეწებება და სულ უფრო და უფრო დიდ შესქელებებს წარმოქმნის, 1 მილიმეტრამდე ზომის მიღწევამდე. ამის მერე ზრდა ჩერდება, რადგან ეს ნაწილაკები ერთმანეთიდან აირეკლება, რაც პლანეტების ფორმირების საკითხს პასუხგაუცემელს ტოვებს. “უნდა არსებობდეს უფრო დიდი ნაწილაკების ფორმირების პროცესი” – ამბობს ტობიას შთაინპილზი, დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტიდან (გერმანია).
პროტოპლანეტური მტვრის ნაცვლად, მეცნიერებმა 1 მილიმეტრზე მცირე ზომის შუშის ბურთულები გამოიყენეს. დედამიწის გრავიტაციული ზეგავლენის შესამცირებლად, ბურთულები ბრემენში არსებული 120 მეტრიანი სპეც. კოშკურის ვაკუუმიან მილში ჩააგდეს.
კამერა ბურთელებითა და საზომი მოწყობილობით, კატაპულტით ჯერ ზევით აიტყორცნებოდა, შემდეგ კი 90 წამი ეშვებოდა ძირს. აგდების წინ კამერას ანჯღრევდნენ, რათა ბურთულებს განსხვავებული ელექტრული მუხტი მიეღო.
აღმოჩნდა, რომ ვარდნის განმავლობაში ათასეულობით შეწებებული ნაწილაკების გროვები წარმოიქმნებოდა, რასაც ელექტრული მუხტი უწყობდა ხელს. “ამით დამტკიცდა, რომ გაბნევის ბარიერის დაძლევა ელექტრული მუხტის დამსახურებაა” – ამბობს ასტრონომი რიჩარდ ბუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.
ექსპერიმენტი ჩატარდა ბაზალტის ბურთულების გამოყენებითაც, რომლებიც რეალურ პროტოპლანეტურ ნაწილაკებთან უფრო ახლოა. ეს ბურთულები კიდევ უფრო მეტად იმუხტებოდა, ვიდრე შუშის ბურთულები.
მეცნიერებს ახლა სხვა ამდაგვარი პრობლემის გადაჭრა მოუწევთ: ეს დიდი ნაწილაკები რატომ არ იმსხვრევა ერთმანეთთან შეჯახების დროს (კიდევ პროტოპლანეტური დისკოს შესახებ (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ).