სთარლინკის თანამგზავრთა კვლები ბრაზილიის თავზე

 ეს რა ზოლებია ჰორიზონტთან ახლოს? – სთარლინკის ახალი თანამგზავრები მზის სინათლეს ირეკლავს. კომპანია “სფეისიქსმა” კავშირგაბმულობის 60 თანამგზავრი მაისში გაუშვა, ხოლო კიდევ 60 – ნოემბერში. ასეთი ტანამგზავრების რაოდენობა ათასებამდე ავა და სულ უფრო ხშირად შესამჩნევი გახდება. ასტრონომიული საზოგადოება აღშფოთებულია, რადგან ამ მანათობელმა წერტილებმა კოსმოსზე დაკვირვება შეიძლება შეზღუდოს. 33 კადრისგან შემდგარ გამოსახულებაზე სთარლინკის პარალელური კვლები სამხრეთ ბრაზილიის თავზეა გადაღებული. ჩანს მზესუმზირები და კადრში შემთხვევით მოხვედრილი ელვარე მეტეორიც. 66 თანამგზავრისგან შემდგარი ირიდიუმების გაშვება 20 წლის წინათ დაიწყო. მათი ელვარე წამიერი ანარეკლების დანახვა დღეც შეიძლებოდა. ძველი ირიდიუმების უმეტესობამ, ბოლო წლების განმავლობაში, ორბიტა დატოვა და ატმოსფეროში დაიწვა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.