მაქს პლანკის სახეოლობის ინსტიტუტის (გერმანია) ასტროფიზიკოსებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც თავისი მასითა და ზომით ყველა აქამდე ცნობილ ხვრელს აჭარბებს. ჩვენიდან 700 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა Holm 15A-ის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის მასა წინა რეკორდსმენზე ორჯერ მეტია – 40 მილიარდჯერ აჭარბებს მზის, ხოლო ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის მასას – 10 ათასჯერ.
აღმოჩენა ძალიან დიდი ტელექკოპის დახმარებით მოხერხდა (VLT). დამატებითი მონაცემები კი ჩილეს მთებში მდებარე სხვა ობსერვატორიებიდან იქნა მიღებული. ხსენებული გალაქტიკის ზუსტი რუქა, თავის მხრივ, მეცნიერებს კომიუტერული მოდელირების შექმნაში დაეხმარება, რომლითაც უჩვეულოდ მკრთალი ბირთვის მქონე Holm 15A-ის ფორმირების ამოცანა უნდა ამოიხსნას.
აღმოჩნდა, რომ ცენტრში მდებარე უზარმაზარი შავი ხვრელის (790 ა.ე. =119 მლრდ.კმ. =6600 ს.წთ.) გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ ახლოს მდებარე ყველა ვარსკვლავი შთანთქა ან გალაქტიკის კიდეებისკენ გაისროლა.
აღსანიშნავია, რომ Holm 15A-ს შავ ხვრელს რეკორდსმენის სახელი მალევე შიძლება ჩამოერთვას, რადგან უკვე იკვლევენ კვაზარ TON 618-ს, რომელშიც 66 მილიარდი მზის მასის შავი ხვრელი შეიძლება იმალებოდეს. ამ ზეგიგანტების შესწავლა მნიშვნელოვნად გააფართოებს ჩვენს წარმოდგენებს სამყაროში მიმავალი პროცესების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ გალაქტიკების ფორმირების ძირითად პრინციპებზე (10 რამ, რაც შავ ხვრელს შეუძლია; შავი ხვრელის ჩრდილის ნამდვილი ფოტო).