NGC 1499: ნისლეული კალიფორნია

 ეს კოსმოსური ღრუბელი, რომელიც  სპირალური გალაქტიკა ირმის ნახტომის ორიონად წოდებულ ერთ-ერთ მკლავში ლივლივებს, აშშ-ს დასავლეთში მდებარე შტატის, კალიფორნიის სანაპიროს მოხაზულობას იმეორებს. ჩვენი მზეც ორინშია, 1500 სინათლის წლის მანძილზე კალიფორნიიდან (მზის მდებარეობა გალაქტიკაში). იგივე NGC 1499, კლასიკური ემისიური ნისლეულია, სიგრძით 100 სინათლის წელი. ამ ფოტოზე, დომინანტ გამოსხივებას წითელი ფერი აქვს, რაც წყალბადის ატომებისთვის არის დამახასიათებელი, ის ელექტრონებთან რეკომბინაციისას ჩნდება, რომლებიც ვარსკვლავთა მაღალენერგიულმა გამოსიხვებამ ატომებიდან ამოაგდო. როგორც ჩანს, მაიონიზირებელი გამოსხივება ელვარე ცხელი ვარსკვლავიდან მოდის – პერსევსის ξ (ქსი), რომელიც ნისლეულიდან მარჯვნივ მდებარეობს. ნისლეული კალიფორნია პოპულარული ობიექტია ასტრო ფოტოგრაფთა შორის (დავით დვალის მიერ გადაღებული კალიფორნია), ეს ფართოკუთხიანი გამოსახულება კი 6 ფოტოსგან არის შექმნილი. ნისლეული მდებარეობს პერსევსში, პლეადებთან ახლოს (ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.