როგორ გამოიყურება სქელი ღრუბლების საფარქვეშ მოქცეული ვენერა? მისი ზედაპირი ყველაზე ძლიერი ტელესკოპებისთვისაც კი მიუწვდომელია. 1990-იანი წლების დასწყისში, პლანეტის გარშემო მოძრავმა აპარატმა – ”მაგელანი”, ვენერას სახეს ვუალი ახადა და მაღალი გარჩევადობის ფოტოები გადაიღო, ოღონდ რადარით, რადიოდიაპაზონში. ასეთ მონაცემებზე შექმნილი კომპიუტერული გამოსახულების ფერი, ვენერაზე დამჯდარი საბჭოთა კოსმოსური აპარატების – ”ვენერა 13 და 14”-ის მიერ გადაღებულ ფერად ფოტოებს ეფუძნება. გამოსახულების შუაზე გამავალი ელვარე ზოლი, ვენერას მაღლობებია, სახელად აფროდიტეს მიწები. თვალსაჩინოებისთვის, ამ ფოტოზე ვენერა და დედამიწა ერთად არის წარმოდგენილი, რათა ორი პლანეტის ზომათა მსგავსება ვიხილოთ.
გამოცანად რჩებოდა სხვადასხვა დროს ვენერას ბრუნვის პერიოდის გაზომვებით მიღებულ მაჩვენებლებს შორის განსხვავება. 2006-2020 წლებში ჩატარებული რადიოლოკაციური დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ ვენერას დღე-ღამის ხანგრძლივობა 243,0226 დედამიწის დღე-ღამეს უტოლდება. ამასათნ ერთდ, ვენერას ბრუნვის სიჩქარე მუდმივად იცვლება, 20 წუთიანი სხვაობითაც კი (ვენერას მზვერავები).
ამის მიზეზი, როგორც ჩანს, ვენერას მძიმე ატმოსფეროა, რომელიც ზედაპირს უცვლის იმპულსებს. დედამიწაზე ასეთი პროცესით გამოწვეული დღის ხანგრძლივობის ცვლილება სულ რაღაც მილიწამია. მზიდან მეორე პლანეტის ატმოსფრო კი დედამიწის ატმოსფეროზე 93-ჯერ მასიურია.
დაზუსტებული მონაცემებით, ვენერას ბრუნვის ღერძის დახრილობა 2,6 გრადუსია (დედამიწის – 23 გრადუსი). პრეცესიის ციკლი კი 29 ათასი წელიწადი (დედამიწის ღერძის პრეცესია და ნუტაცია). ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პლანეტის ბირთვის დიამეტრი იქნა დადგენილი – 3500 კილომეტრი, თუმცა უცნობია, თხევადია ის თუ არა.
საინტერესოა,როგორია ღამე ვენერაზე,ან ერთი დღე,რისი ნახვა შეიძლება. როდის მოხერხდება მანდ ადამიანის დასმა და რა არის ამისი მთავარი ხელისშემშლელი
ეს ძალიან ძნელია, იხილეთ სტატია “ვენერას მზვერავები”.