სპირალური M100 (NGC 4321)

 უზარმაზარი გალაქტიკა M100, სპირალური გალაქტიკების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია (ე.წ. ”გრანდ დიზაინ”-ის ტიპის – სპირალური გალაქტიკა მოწესრიგებული სტრუქტურით). მასში 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია. მკაფიო სპირალური მკლავებით ძალიან ჰგავს ჩვენს ირმის ნახტომს. M100 იგივე NGC 4321, ქალწულის გალაქტიკათა გროვის ერთ-ერთი ყველაზე ელვარე ობიექტია. მდებარეობს თანავარსკვლავედში ბერენიკეს თმები, 56 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. მასში შეინიშნება კაშაკშა ცისფერი ვარსკვლავთგროვები და ჩახვეული მტვროვანი ზოლები, რაც ასეთი ტიპის გალაქტიკებისთვის არის დამახასიათებელი. M100 -ის ცვალებადი ვარსკვლავების შესწავლას უდიდესი როლი აქვს სამყაროს ზომისა (ახლოს მდებარე ცეფეიდი – გემის კიჩოს RS) და ასაკის დადგენაში (მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.