NASA-მ თვითაწყობადი 30 მეტრიანი კოსმოსური ტელესკოპის პროექტი მოიწონა

 ამ პროექტში ყველაზე უფრო საინტერესო არა ტელესკოპის ზომაა, არამედ მეთოდი, რომლითაც ის აიწყობა. გეგმის მიხედვით, ტელესკოპის ნაწილები სხვადასხვა რაკეტებით გაიგზავნება ორბიტაზე, სადაც ისინი ავტომატურად შეუერთდება ერთმანეთს.

 გალილეის დროიდან დაწყებული, ასტრონომიის მთავარი მტერი ატმოსფეროს ლივლივია, რომელიც გამოსახულებას ამახინჯებს. ახლა მას ადაპტიური ოპტიკით ებრძვიან (ციფრული ტექნიკით, ან სარკის  მექანიკური დეფორმაციით ლივლივის მიხედვით). დიდი ტელესკოპის გატანა ორბიტაზე ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ დედამიწის ზედაპირზე დიდი ზომის სარკის მქონე ტელესკოპის აგება და კოსმოსზე ასე დაკვირვება უფრო მარტივია (უცხო სიცოცხლის ძებნის მეთოდი).

 ახალი პროექტის მიხედვით, რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში, ორბიტაზე მომავალი სარკის ელემენტების გატანა უნდა მოხდეს – ერთი მეტრის ზომის ექვსკუთხედები. თან არც სპეცგაშვებები იქნება საჭირო: ტელესკოპის ნაწილებს სხვა ძირითად ტვირთს გააყოლებენ ხოლმე.

”ჰაბლი”(NASA).

 სავარაუდოდ, ყოველი ფრაგმენტი მზის იალქნით იქნება აღჭურვილი, რომელიც მზის ”ქარის” საშუალებით მანევრირების შესაძლებლობას მისცემს მათ. ამ იალქნებით კი ტელესკოპის მზისგან დამცავი აიწყობა. ლაგრანჟის მეორე წერტილში თავმოყრის მერე, ყველა ეს ნაწილი ერთ 30-მეტრიან ტელესკოპად გაერთიანდება.

 ზომა ნამდვილად შთამბეჭდავია – ვერცერთი დედამიწაზე არსებული ტელსკოპი ვერ დაიკვეხნის სარკის ასეთი ზომით, მით უმეტეს კოსმოსური ტელესკოპები, როგორიც ”ჰაბლია”, სარკის ზომით 2,4 მეტრი. მისი შემცვლელი ”ჯეიმს ვების” სარკის ზომა კი 6,5 მეტრია.

 30-მეტრიანი ტელესკოპის პროექტი ერთ-ერთი გამარჯვებულია ყოველწლიური კონკურსის პირველი ფაზისა, რომელსაც ნასა ატარებს – NIAC (ნასას მოწინავე ინოვაციური კონცეფციები). ავტორებს 125 ათასი დოლარი გამოუყვეს, რათა 9 თვის განმავლობაში პროექტის დახვეწა მოახდინონ.

კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს ვები”(NASA)(სტარტი 2019 წ.).

 მინიატურული კოსმოსური აპარატების (28 პატარა თანამგზავრი) ერაში ეს პროექტი ნამდვილად არ ჰგავს ზღაპარს. ხოლო ახალი ტელესკოპის შესაძლებლობა იმ მეცნიერებსაც აღაფრთოვანებს, რომლებიც პროექტში არ მონაწილეობენ (როგორ მუშაობს ტელესკოპი; არაგოსკოპი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.