გულგრილად მომზირალი სატურნის თვალი

 კიდევ ერთი დიდი კოსმოსური მისია უახლოვდება დასასრულს – „კასინის“(NASA, ESA) მრვალწლიანი ეპოპეა სატურნის ორბიტაზე. შეგახსენებთ, რომ ჯოვანი კასინის(იტალია-საფრანგეთი, 1625-1712) სახელობის ინტერპლანეტური თანამგზავრი 1997 წლის ოქტომბერში იქნა გაშვებული(საპლანეტათშორისო ავტომატური სადგური ”კასინი”).

(1).

 2017 წლის 26 აპრილს დაწყებული ოცწლიანი მისიის „დიდი ფინალი“, ამავე წლის 15 სექტემბერს დასრულდება, როცა აპარატი სატურნის ატმოსფეროში ჩაყვინთავს და ინფორმაციის შეგროვებასა და გადმოცემას ბოლო წამამდე არ შეწყვეტს(„კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი).

 ახლახანს გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც „კასინიმ“ სატურნის რგოლებს ქვეშ ფრენისას გადაიღო. ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი, პოლარული ციკლონის „თვალია“(1), რომელიც ატმოსფეროს სიღრმეში ჩამავალ ორმოს ჰგავს. თვალს იგივე ბუნება აქვს, რაც დედამიწისეულ ქარიშხლებს, ოღონდ სხვა მასშტაბებში: რადიუსი – 2000 კმ, სიჩქარე კიდეებზე – დაახლოებით 150 მ/წმ(500 კმ/სთ. მეტი). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება – არ შორდება პლანეტის პოლუსს.

 ყველაზე უფრო ეფექტური ფოტო, 2012 წლის 27 ოქტომბერს გადაღებული თვალის „ფსკერია“(2). ეს ხელოვნური ფერებია. ინფრაწითელი დიაპაზონის 890, 752 და 728 ნანომეტრი სიგრძის ტალღებს აქ ცისფერი, წითელი და მწვანე ფერები შეესაბამება. ეს ზოლები სხვადასხვა მოლეკულების შესატყვისია(ელექტრომაგნიტური გამოსხივება).

 სატურნის ატმოსფეროს შემადგენლის ძირითადი ნაწილი წყალბადზე მოდის. იქ სამი ღრბულიანი ფენაა: ზედა – გაყინული ამონიუმი, ქვემოთ – ამონიუმის ჰიდროსულფიტი, კიდევ უფრო ქვემოთ – წყლის ღრბუბლებია(წნევა – დაახლოებით 10 ატმოსფერო, ტემპერატურა – დაახლოებით 0 0C). ზედა და ქვედა ფენებს შორის განსხვავება 150-180 კილომეტრია. ”თვალში”, ალბათ, ღრუბლიანი ქვედა ფენა ჩანს.

(2).

 ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოზე, თვალის „ფსკერი“ კიდევ უფრო ღრმა გვეჩვენება. შესაძლებელია, რეალური ფაქტია(ღრუბლების სიმაღლე იცვლება), ან ილუზია დამუშავების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისა და მზით განათების ცვლილების გამო. გარჩევადობის შესაძლებლობა ფოტოებზე 2 და 3 – დაახლოებით 5 კილომეტრია პიქსელზე.

(3).

 მოთხე ფოტოზე გამოსახული თვალი, ყველაზე უფრო მეტად ჰგავს ადამიანისას. გიგანტის თვალი თითქოსდა გულგრილად გვიმზერს ”კასინის” კამერის საშუალებით.

(4).

 დეტალების უკეთ აღსაქმელად სურათების უმრავლესობას ხელოვნური ფერები აქვს მიცემული. ბუნებრივ ფერებში სატურნი გაცილებით ბაცია – ღია-ყვითელ-ყავისფერი. როგორი იქნება თვითონ თვალი, თუ მას ადამიანისთვის ადვილად გასარჩევ ფერებამდე დავიყვანთ? – ფოტო №5. ის ცისფერია!

(5).

 ამის ახსნა საკმაოდ ადვილია. თვალში, ატმოსფეროს ღრმა ფენას ვხედავთ, სადაც ღრუბლები 100 კილომეტრით ქვემოთაა, ვიდრე კიდეებზე. გაზი მით უფრო მეტად ახდენს სინათლის გაბნევას, რაც უფრო მოკლე ტალღა აქვს მას(რელეისეული გაბნევა – სინათლის გაბნევა ობიექტებზე, რომელთა ზომა სინათლის ტალღის სიგრძეზე მცირეა). სატურნის თვალის სიცისფერეს იგივე ბუნება აქვს, როგორიც დედამიწის ცისას, ან კოსმოსისდან გადაღბული დედიმიწის ფერს. ღრუბლები რომ არა, გაზის გიგანტების ფერი მთლიანად ცისფერი იქნებოდა. ნაწილობრივ ეს ურანსა და ნეპტუნსაც ეხება( თინდალის ეფექტი).

(6).

 ბოლოს, რა არის ამ პოლარული თვალის ირგვლივ? აღმოჩნდა, რომ ეს არის ექვსკუთხა ციკლონი – სწორი ფორმის გეომეტრიული ფიგურა(6). არც თუ ისე იოლ ჰიდროდინამიკურ მოვლენსათან უნდა გვქონდეს საქმე. რაღაც ამდაგვარის გაკეთება პატარა ჭურჭელშიც მოხერხდა, რომელში ჩასხმული წყალი ბრუნვაში იყო მოყვანილი, ოღონდ არა მაინცდამაინც ექსვკუთხედი იქმნებოდა – ზოგჯერ ხუთკუთხედი, სამკუთხედიც კი. როგორც ჩანს, ამ ხვეულის გვერდებზე, საპირისპირო ბრუნვის მქონე სხვა ხვეულები წარმოიქმნება და წრის გარშემო ერთმანეთისგა თანაბარ მანძილებზე გაჩერებას ცდილობს(ე.წ. როსბის სოლიტონი)(კიდევ ”კასინის” შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.