ფარდობითობის თეორია ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელთან

 ალბერტ აინშტაინის მიერ შექმნილმა თეორიამ კიდევ ერთ გამოცდას გაუძლო, ირმის ნახტომის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის გარშემო აჩქარებით მოძრავი ორი ვარსკვლავის მაგალითზე. შეგროვებული მონაცემების მიხედვით, ამ ვარსკვლავთა ტრაექტორია და სხვა დინამიური პარამეტრები, აინშტაინის მიერ შექმნილი თეორიით ნაკარნახევს ემთხვევა.

 ეს ვარსკვლავები წინა საუკუნის 90-იან წლებში აღმოაჩინეს. 19 წლიანი დაკვირვებებით დაგროვებული მონაცენები გვიჩვენებს, რომ ფარდობითობის ზოგადი თეროიია საკმაოდ ზუსტად ააღწერს ამ ვარსკვლავთა მოძრაობის პარამეტრებს, ყოველგვარი ჰიპოთეტური მეხუთე ძალის გამოვლინებების გარეშე, რომელსაც მათ მოძრაობაში ცვლილება შეეძლო გამოეწვია.

 ფარდობითობის ზოგადი თეორიით განპირობებული ეფექტები უშალოდ მასიური ობიექტების ახლოს მჟღავნდება. მზის სისტემაში ეს ყველზე უფრო მეტად მერკურის ეხება, პლანეტას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოა მზესთან. თავის დროზე, ასტრონომები იმასაც კი ცდილობდნენ ამ პლანეტის მასიური თანამგზავრი მოეძებნათ, რომლითაც მერკურის ორბიტის ზოგიერთი განსაკუთრებულება აიხსნებოდა.

 გედი X-1-ის მსგავს შავ ხვრელებს, ჩვეულებრივ, გაცილებით მეტი მასა აქვს, ვიდრე მზეს. მიუხედავად ამისა, მათ გარშემო მბრუნავი ვარსკვლავების გამოყენება ფარდობითობის ზოგადი თეორიის შესამოწმებლად ძალიან ძნელია. მიზეზი კი მასიის კარგვაა, რომელსაც შავი ხვრელი შთანთქავს. ამ დანაკარგებით გამოწვეულ შეშფოთებებს აინშტაინის თეორიასთან საერთო არაფერი აქვს.

 ზემოთ ხსენებული ორი ვარსკვლავი – S0-2 და S0-38, იდეალური ვარიანტია ასეთი კვლევისთვის, ზემასიური შავი ხვრელიდან – მშვილდოსანი A*, მათი ხელსაყრელი დისტანციის გამო – ჯერ არ კარგავენ მასას. ვარსკვლავი S0-2, შავი ხვრელის გარშემო 16 წლიანი პერიოდით ბრუნავს, ხოლო S0-38 – 19 წელი. S0-2-სა და ხვრელს შორის მანძილი 111 ასტრონომიული ერთეულია(16 610 000 000 კმ.), ოთხჯერ მეტი, ვიდრე მზიდან ნეპტუნამდე.

 უახლოეს მომავალში, ამ თეორიის(ფარდობითობის ზოგადი თეორიის 100 წელი) კიდევ ერთი დეტალური გადამოწმება მოხდება, ისევ მშვილდოსანი A*-ს მაგალითზე, რომლის მასა 4 მილიარდჯერ აჭარბებს მზისას, ხოლო ამ უკანასკნელს ის 26 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული. ეს მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ოცდაათმეტირანი ტელესკოპი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომლითაც არა მარტო ხსენებული ვარსკვლავების პარამეტრთა კიდევ უფრო მეტი ზუსტით დადგენა მოხერხდება, არამედ ის ვარსკვლავებიც გამოჩნდება, რომლებიც ხვრელიდან კიდევ უფრო მოკლე დისტანციაზე მოძრაობენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.