ფრანგმა და ამერიკელმა პლანეტოლოგებმა, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე მთავარი ასტეროიდული სარტყლის ყველაზე დიდი ობიექტის, ასტეროიდის – ცერესი, ზედაპირის შემადგენლის წარმოშობა დაადგინეს(The Astronomical Journal).
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ცერესის ზედაპირი ნახშირბადით ღარიბია, ხოლო მისი მეხუთედი კი სილიკატებისგან შედგება. ეს უკანასკნელი, ეოსის სახელით ცნობილი ჯგუფის ასტეროიდების ვარდნით მოხვდა მის ზედაპირზე.
ასტრონომები ასეთ დასკვნამდე მფრინავი ობსერვატორიით – SOFIA(ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერული ობსერვატორია), ჩატარებული კვლევების მერე მივიდნენ. ცერესი, მესამე ციური სხეულია, იაფეტისა(სატურნის თანამგზავრი) და ქარონის(პლუტონის თანამგზავრი) მერე, რომლის ზედაპირის ძირითადი ნაწილი გარედან მოსული მატერიით არის ფორმირებული.
ცერესი, 1801 წელს, იტალიელმა ასტრონომმა, ჯუზეპე პიაციმ აღმოაჩინა და ნაყოფიერების რომაული ქალღმერთის სახელ ატარებს.