ამაჩქარებელში ჩაყო თავი

 ამაჩქარებლებში მოძრავი ნაწილაკების კონას ძალიან დიდი ენერგია აქვს, ისეთი, როგორსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერსად წავაწყდებით. სამედიცინო დანიშნულების აპარატებში მიღებულ ალფა-ნაწილაკებს, რომლებითაც კიბოს უჯრედებს ანადგურებენ, 250 მილიონ ელექტრონვოლტზე მეტი ენერგია აქვს, ხოლო ამაჩქარებლებში მქროლ ნაწილაკებს მილიარდობით ელექტრონვოლტი. მათი ზემოქმედება ადამიანზე დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ აზრობრივი ექსპერიმენტების საგანად იყო ქცეული, სანამ 1978 წლის 13 ივლისს, საბჭოთა ფიზიკოსმა, ანატოლი ბუგორსკიმ, პროტონული სინქროტრონიდან – У-70 (პროტვინო), ამოსულ ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი პროტონების კონას შეუშვირა თავი.

 იმ ისტორიულ დღეს, დამაცავმა მექანიზმა არ იმუშავა და პროტონებისგან შემდგარმა კონამ, ბუგორსკის თავის ქალასა და ტვინში გაიარა, როცა ის, პატარა დეტალის შესაცვლელად დაიხარა. შესავლელთან, 200 000 რენტგენით დასხივდა, ხოლო გამოსასვლელთან, ქსოვილებზე გაბნევის ხარჯზე – 300 000 რენტგენით. მეცნიერი ცოცხალი გადარჩა, დაწყებული დისერტაცია დაიცვა და იმავე სინქროტრონზე გააგრძელა მუშაობა. თუმცა, თავის ტკივილის შემოტევები ახლაც ტანჯავს, დაკარგა სმენა ცალ ყურში, ხოლო სახე თითქოსდა ორად გაეყო, რომლის ერთი ნაწილი, მეორეზე ახალგაზრდულად გამოიყურება.

ანატოლი ბუგორსკი, 2009 წელი.

 ინციდენტი, მხოლოდ სსრკ-ს დაშლის შემდეგ გამჟღავნდა. მან ინტერვიუც მისცა, რომელშიც თქვა, რომ კაშკაშა ნათება დაინახა, ტკივილი კი საერთოდ არ უგრძვნია. მის ორგანიზმში ონკოლოგიური მარკერები ახლაც არ დაიმზირება, თუმცა, გამოსიხვება ხშირ შემთხვევაში კიბოს გაჩენის მიზეზი ხდება ხოლმე. შეიძლება, ბუგორსკი კონის კარგად ფოკუსირებამ გადაარჩინა, რომლის შემადგენელმა ნაწილაკებმა მცირე რაოდენობით ქსოვილი დააზიანა (რა არის ელექტრონვოლტი?; ელემენტარული ნაწილაკები; ამაჩქარებლების მოკლე ისტორია; რადიაცია ჩვენს გარშემო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.