უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში (და არა ათეულის), იდეამ იმის შესახებ, რომ ჩვენ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ, გაუგონარი პოპულარობა მოიპოვა. ამ თემით, ყველასთვის კარგად ცნობილი მილიარდერი, ილონ მასკიც კი დაინტერესდა.
ილუზია?
ჩვენი სამყაროს კომპიუტერული სიმულაციის ისტორია ფესვებით ძველ ბერძნებამდე მიდის. ისინი მას სიზმარს, ოცნებას, ფანტაზიას უწოდებდნენ. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ რეალობის ჩვენეული აღქმა, რეალობიდან ისედაც შორსაა. რეალობა, ეს არის ელექტრული იმპულსები, რომელთა ინტერპრეტაციას ჩვენი ტვინი ახდენს. სამყაროს აღვიქვამთ ირიბად და არასრულყოფილად. ისეთს რომ ვხედავდეთ, როგორიც არის, მაშინ არც ოპტიკური ილუზიები იარსებებდა, არც დალტონიზმი, არც “ჯადოსნური” მოძრავი ნახატები.
გარდა ამისა, ვხედავთ ირიბი სენსორული აღქმის გამარტივებულ ვერსიას. რატომ? იმიტომ, რომ სამყაროს აღქმა ძალიან დიდ გამოთვლით სიმძლავრეებს მოითხოვს, რის გამოც ჩვენი ტვინი მას გამარტივებულ, თუმცა მაინც სასარგებლო წარმოდგენებად ყოფს. გამუდმებით ეძებს განმეორებად სურათებს, ჩუქურთმებს, შაბლონებს და ჩვენი აღქმისათვის მისაღებ მიმდევრობად წარმოგვიდგენს (სამყაროს, ტვინისა და ინტერნეტის მსგავსება).
აქედან გამომდინარე, რა შეიძლება დავასკვნათ:
- ის, რასაც რეალობას ვუწოდებთ, ჩვენს მეხსიერებაში დაგროვებული შეგრძნებითი გამოციდილების საფუძველზე, ტვინის მიერ, შემოსული სენსორული მონაცემების ნაკადის დამუშავების მცდელობაა.
- რამდენად არის შესაძლებელი ასეთი მძლავრი სიმულაციის შექმნა?
სამყაროში მოქმედი ძალების მოკლე ისტორია
ფიზიკის თვალსაწიერიდან, ყველაფრის საფუძველში ოთხი ძირითადი ძალა დევს: ძლიერი, ელექტრომაგნიტური, სუსტი და გრავიტაციული, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებას არეგულირებენ. ამ ყველაფრის ერთობლიობა და ბალანსი, ჩვენი სამყაროს თვისებებს განაპირობებს (მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ).
ამ ძალების იმიტაცია, არც თუ ისეთი ძნელი ამოცანაა და გარკვეულწილად, ამას ჩვენც კი ვახერხებთ. რაც უფრო მეტი ნაწილაკი მონაწილეობს ურთიერთქმედებებში, მით უფრო რთულია სიმულაცია, თუმცა ეს, გამოთვლით სიმძლავრეზეა დამოკიდებული და არა შესაძლებლობის დაშვებაზე.
ამ ეტაპზე, სამყაროს სიმულაციისთვის, მხოლოდ გამოთვლითი სიმძლავრეები არ გვყოფნის.
ფიზიკოსებს შეუძლიათ თქვან, რომ კომპიუტერით მთლიანი სამყაროს მუშაობის იმიტაცია შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ რთულია, არამედ იმიტომ, რომ ეს კომპიუტერი სამყაროზე დიდი უნდა იყოს. რატომ? ყველა ნაწილაკის იმიტაციისთვის, სამყაროში მათი ადგილების, ტიპებისა თუ სპინების, ასევე გამოთვლების ჩასატარებლად საჭირო მეხსიერების ბიტები და ბაიტები დაგვჭირდება.
პროფესორობა სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ ასეთი სიმულაციის შეუძლებლობაში ვიყოთ დარწმუნებული. მიუხედავად ამისა, ასეთ მიდგომას ნაკლოვანებებიც აქვს, რომლებიც ფიზიკოსთა მიერ ჩტარებული მათემატიკური გათვლებიდან გამომდინარეობს.
მოძრავი გამოსახულებების, ვიდეოკადრებისა და სხვა შეგრძნებების რეალურ დროში აღქმა, ყველაფრის უწყვეტობისა და მთლიანობის ილუზიას გვიქმნის, ჩვენთვის ცნობილი რეალობა, ტყუილზეა დაფუძნებული.
გამოთვლითი შესაძლებლობების შესამცირებლად, სამყაროს იმიტაციისთვის, დონეზე, რომელზეც მისი არსებობა შეიძლება დავიჯეროთ, უამრავი ხერხი არსებობს. არ არის საჭირო ვარენდეროთ ის, რასაც არავინ შეხედავს. ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობისა და დამკვირვებლის ეფექტის შესახებ ალბათ გსმენიათ (რეალობის კვანტური ილუზორულობა). თანამედროვე ფიზიკა გვეუბნება, რომ რეალობა, უფრო სწორედ, უმცირესი ნაწილაკების ქცევა, რომლებისგანაც ეს სამყაროა აწყობილი, დამკვირვებელზეა დამოკიდებული. უხეშად რომ ვთქავთ, არც არანაირი ფორმები არ არსებობს, სანამ არ შევხედავთ (მთვარე მაშინ არსებობს, როცა ვუყურებთ?). რა, შეძლებთ საწინააღმდეგოს დამტკიცებას?
კიდევ ერთი ხერხი: სამყაროს მოდელის შექმნა, რომელიც უსასრულოდ დიდი მოგვეჩვენება. შორეული ობიექტების დეტალიზაციის შემცირებით, კოლოსალური მოცულობის გამოთვლითი სიმძლავრეების ეკონომია შეგვიძლია გავაკეთოთ და ობიექტთა გენერირება, მათ აღმოჩენასთან ერთად მოვახდინოთ. მაგალითად, არსებობს თამაში No Man’s Sky, რომელშიც სამყაროების პროცედურული გენერაცია მათ აღმოჩენასთან ერთად ხდება. ასეთ პატარა თამაშშიც კი მათი რიცხვი ნამდვილად რომ უსასრულოა. და ბოლოს, რაიმე ძირითადი ფიზიკური პრინციპის დამატება, რომელიც სხვა პლანეტამდე მიღწევას ძალიან გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის მას. არსებები თავიანთ საკუთარ მიკროსამყაროს იქნებიან მიჯაჭვულნი (სინათლის სიჩქარე, სამყაროს ექსპონენციალური გაფართოება… :/).
თუ ამ ხერხებს ისეთ მათემატიკურ ხრიკებთან გავაერთიანებთ, როგორიცაა განმეორებადი შაბლონები და ფრაქტალური გეომეტრია, სამყაროს ევრისტიკულ (გამარტივებულ) მუშა მოდელს მივიღებთ, რომელსაც უსასრულობის ეფექტიც ექნება. და მაინც, ამით ვერ აიხსნება, რატომ მოიპოვა ვირტუალური სამყაროს თეორიამ ასეთი პოპულარობა. რატომ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ნამდვილად სიმულირებულ სამყაროში ვცხოვრობთ?
არგუმენტები ნიკ ბოსთრომისგან (ოქსფორდელი ფილოსოფოსი).
სამყაროს მოდელირება შესაძლებელია (ზემოთ განხილულიდან გამომდინარე). ცივილიზაციები, მოდელირების შესაძლებლობის დონის მიღწევამდე იღუპებიან (პესიმისტური თვალსაზერისი); სიმულაციის მიმართ ინტერესს კარგავენ; სიმულირებისთვის თავსებად დონეს აღწევენ და მოდელირებას ახდენენ (რამდენი ხანი ცოცხლობს ტექნიკური ცივილიზაცია?).
ეს, მხოლოდ დროის ამბავია. შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას? რა თქმა უნდა, შევძლებთ.
შეძლებს რა მოდელირებას, მაღალგანვითარებული საზოგადოება უამრავ განსხვავებულ მოდელს შექმნის; სიმულაციათა რიცხვი უსასრულო იქნება. ყველა საკუთარი მოდელის შექმნას მოინდომებს. განვითარების გარკვეული დონის მიღწევის მერე, თვით ეს მოდელიც შეძლებს სხვა მოდელების შექმნას და ა.შ.
ამის გაცნობიერება შოკის მომგვრელია – როგორ, კომპიუტერული სიმულაციის ნაწილი ვარ?! (მატრიცა?!).
”რეალური” – უბრალოდ, სიტყვაა, ინფორმაცია – ვალუტა.
რეალობის ჩვენეული გაგება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეალობისგან შორს დგას. წუთითაც თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი სამყარო, კომპიუტერული მოდელია, სიმულაცია, ნამდვილი სამყაროს იმიტაცია, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით, ეს დაშვება შემდეგ ლოგიკურ მიმდევერობამდე მიგვიყვანს.
- თუ სამყარო მოდელირებულია, ის, ბიტებისა და ბაიტების კომბინაცია უნდ აიყოს (ან კუბიტების, ან ეშმაკმა უწყის რისი 🙂 ) – უბრალოდ, ინფორმაცია.
- ყველა ჩვენ, ინფორმაციის ნაწილი ვართ.
- ჩვენი სხეული ამ ინფორმაციის წარმოდგენაა, ავატარის მსგავსად. ინფორმაციას ერთი კარგი თვისება გააჩნია: ის არ არის რაიმე ერთ ობიექტზე მიჯაჭვული. შეიძლება მისი კოპირება, ტრანსფორმაცია, სურვილისამებრ შეცვლა. უბრალოდ, შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა გვქონდეს.
- ნებისმიერი ნივთიერება, რომელსაც ვირტუალური სამყაროს შექმნა შეუძლია, თქვენი ”პირადული” ინფორმაციისთვისაც შეძლებს ახალი ავატარის მინიჭებას(მთლიანი სამყაროს შექმნასთან შედარებით, ამისათვის ნაკლები გამოთვლითი რესურსია საჭირო).
ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაცია ვართ, ანუ არ ვართ მიჯაჭვული რაიმე ობიექტთან, როგორიც, მაგალითად, ჩვენი სხეულია. ფილოსოფოსები და თეოლოგები, სხეულსა და სულს შორის კავშირს ეძებენ, მეცნიერები (ისინი, ვინც სამყაროს მათემატიკური თვალსაწიერიდან უყურებენ) კი ფილოსოფოსებსაც სკეპტიკურად უყურებენ და სულის კონცეფციასაც. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალური სამყაროს თეორია, კიდევ ერთი რელიგიაა, უფრო თანამედროვე, ვიდრე დანარჩენი, ან სამყაროს მეტ რაციონალურ ახსნას გვთავაზობს (მეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა).
მოდით შევაჯამოთ. რეალობა, ყველა ჩვენ, ინფორმაცია ვართ. სიმულაცია, რეალობის ნაწილია, რომელიც მას ქმნის, ხოლო ყველაფერი, რაც მერე ჩნდება, უკვე მოდელირებულების თვალსაზრისზეა დამოკიდებული.
შესაბამისად, რეალობა, შეგრძნებებით მიღებული გამოციდილება გამოდის. ფიზიკური თვალსაზრისით, კვანტურ სივრცეში ობიექტურობა არ არსებობს (კვანტური არარეალობა: რაშია ჭეშმარიტება?), მხოლოდ სუბიექტური პერსპექტივა (კიც და არაც ერთად). ისე გამოდის, რომ ყველაფერი ”რეალურია”, სანამ შევიგრძნობთ, ვხედავთ, გვესმის, ვაცნობიერებთ და ყოველდღიურ გამოცდილებას ვიღებთ. მოდელირებული სამყარო, ისეთი რეალურია მასში მყოფი არსებებისთვის, როგორც ნამდვილი სამყარო. ნუ განიცდით, სჯობს კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდეთ, რამდენად კარგად არის ყველაფერი მოწყობილი… (ისევ ვირტუალური სამყაროს შესახებ; სამყარო ჰოლოგრამაა?!).
რელიგია არავითარ შემთხვევაში რადგან ის უბრალოდ ხალხთა მართვისა და კონტროლისთვის შექმნილი მეცნიერებაა., რაც შეეხება სიმულაციას; მე უფრო მეტად რიკი და მორტიში წარმოდგენილი შეხედულება მომწონს რომელშიც სამყარო ენერიის წყაროდ არის წარმოდგენილი 😉 https://www.adjaranet.com/Movie/main?id=1000747&serie=1&s=GEO&q=HD&season=2&episode=6