რადიოაქტიური გამოსხივების უძლიერესი ნაკადების გადასალახავი ნატიფი მანევრის შესრულების შემდეგ, ნასას კუთვნილი ზონდი – ”ჯუნო” (იუნონა), იუპიტერის ორბიტაზე გავიდა. NASA-მ ამ ზონდის თავლით დანახული იუპიტერისა და მისი ოთხი დიდი თანამგზავრის ფოტო წარმოადგინა. ეს, გალილეისეული თანამგზავრებია, რომელბიც ცნობილმა იტალიელმა ასტრონომმა ჯერ კიდევ 1610 წელს აღმოაჩინა. მათმა აღმოჩენამ, სამყაროში დედამიწის ადგილის შესახებ წარმოდგენების გადახედვა გამოიწვია. ადრე ითვლებოდა, რომ დედამიწა კოსმოსის ცენტრია. უკვე აღარ (დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…).
იუპიტერთან ყველაზე უფრო ახლოს იო მოძრაობს, მზის სისტემის ყველზე უფრო ცეცხლოვანი და მშფოთვარე ბუნებრივი თანამგზავრი (ყველაზე მძლავრი ვულკანი მზის სისტემაში). შემდეგ, ყინულით დაფარული ევროპა მოდის, არამიწიერი სიცოცხლის შესაძლო თავშესაფარი(სიცოცხლის არსებობისათვის ვარგისი ოკეანე ევროპაზე). მერე კი მზის სისტემის თანამგზავრებს შორის ყველაზე დიდი – განიმედე(პლანეტა მერკურიზე დიდი), და ბოლოს, კრატერებით დაფარული კალისტო.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გაზის გიგანტის გარშემო მოძრავი კოსმოსური აპარატი, რომელიც მზის ნერგიაზე მუშაობს, ამ პლანეტის გამოცანების ამოხსნას შეეცდება. სანამ ”ჯუნოს” ყველა ინსტრუმენტი გააქტიურდება, უფრო ახლოს გავეცნოთ მას.
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=kjfQCTat-8s
რომაული ქალღმერთის სახელით…
იუნონა(ბერძნულ. ჰერა), იუპიტერის(ბერძნ. ზევსი) ცოლი, ღრუბელბს მიღმაც კი ხედავდა. თავისი უიმნაირო 🙂 საქციელის დასაფარავად, იუპიტერი ღრუბლიანი სამოსით იმოსებოდა, რაც იუნონასთვის წინაღობას არ წარმოადგენდა და ამ ღმერთთა ღმერთის ჭეშმარიტ სახეს ხედავდა. ”ჯუნოს” ამოცანაც ეს არის, იუპიტერის ლამაზსა და ბობოქარ ატმოსფეროს შიგნით შეხედვა.
LEGO-ს ფიგურები ბორტზე
ალუმინისგან დამზადებული ფიგურები გალილეის, იუნონასა და თვით იუპიტერს გამოსახავს. იუნონას გამადიდებელი შუშა უჭირავს, იუპიტერს – ჭექაქუხისლის ისარი, გალილეის – ტელესკოპი და მინი-იუპიტერი.
გალიელის ჩანაწერები
იტალიის კოსმოსური სააგენტოს მიერ დამზადებული ფირფიტა, გალილეის ჩანაწერებიდან აღებულ ერთ-ერთ გვერდს იმეორებს, რომელშიც ოთხი დიდი თანამზგავრია აღწერილი.
”ვალდებული ვარ გამოვაქვეყნო და მთელ მსოფლიოს გავაგებინო ოთხი პლანეტის დამზერის შესახებ, რომლებიც ჯერ არავის უნახავს. მოვუწოდებ ყველა ასტრონომს, მათ შესწავლასა და პერიოდულობის დადგენას მიუძღვნას თავი, რაც მე ამ მომენტისთვის ვერ შევძელი” – წერდა გალილეი Sidereus Nuncius-ში (სახელები ამ თანამგზავრებს, გერმანელმა ასტრონომმა იოჰან კეპლერმა შეარქვა).
მზის ენერგიაზე მომუშავე ყველაზე შორეული აპარატი
ატომურ ენერგიზე მომუშავე აპარატებისგან განსხვავებით, ”ჯუნო”, სამი 8,9 მეტრის, მთლიანობაში 24 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მზის პანელებით მიღებული ენერგიით იკვებება. მისი 9 ინსტრუმენტი უკიდურესად ენერგოეფექტურია, ხოლო ორბიტა ისეთი, რომ ჩრდილში არასოდეს მოხვდეს.
”ჯუნო” არსებობას 2018 წელს დაასრულებს
1995-2003 წლებში ამ პლანეტის ორბიტაზე მოძრავმა ზონდმაც – ”გალილეი”, არსებობა იუპიტერის ატმოსფეროში დაწვით დაასრულა. NASA ცდილობს ყველანაირი ვარიანტი გამორიცხოს მოხდეს რომელიმე თანამგზავრთან შეჯახება და აქაური მასალითა და მიკროებით მათი დაბინძურება.
მისიაში ჩართვა თქვენც შეგიძლიათ
უახლოეს მომავალში, ყველას შეეძლება ინტერნეტ-გამოკითხვაში ჩაერთოს და ხმა მისცეს, საით იქნეს მიმართული ჯუნოკამი (JunoCam) და რისი ფოტოები გადმოიცეს დედამიწაზე.
ყველაზე ძლიერი პოლარული ნათება მზის სისტემაში
უძლიერესი მაგნიტური ველის მქონე იუპიტერისეული პოლარული ნათების ზომა, ზოგჯერ დედამიწის ზომას აჭარბებს. აპარტამა უნდა დაადგინოს, კონკრეტულად როგორ ჩნდება ეს გრანდიოზული ციალი.
მყარი ბირთვი
მეცნიერთათვის უცნობია, ამ არაჩვეულებრივი ლაქებისა და ზოლების ქვეშ არის თუ არა ქვის მყარი ბირთვი. თეორიის მიხედვით, პლანეტის სიღრემში არსებული წნევა, წყალბადსა და ჰელიუმს უკიდურესად ეგზოტიურ ფორმამდე კუმშავს და ალბათ, პლანეტის ბირთვი დენადი მეტალური წყალბადისგნ უნდა შედგებოდეს.
წყალი
გახდა რა მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, იუპიტერმა ყველას დაასწრო ფორმირება, ახალგაზრდა მზის გარშემო არსებული ყველანაირი ინგრედიენტის მითვისებით (ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ). წყლის რაოდენობის დადგენით, მენციერები სხვა ინგრედიენტების შესახებაც ბევრ რამეს გაიგებენ. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ახლანდელ ადგილზე რამდენად შორს ხდებოდა იუპიტერის ფორმირება (იუპიტერის მიგრაცია).
მალფუჭებადი ნაწილები
იუპიტერის ინტენსიური მაგნიტური ველი, დამუხტულ ნაწილაკებს ლამის სიანთლის სიჩქარემდე აჩქარებს. პლანეტის რადიაციული სარტყლები, რომლებზეც ჯერ კიდევ 1959 წელს დაფიქრდნენ, საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ”ჯუნოს” მგრძნობიარე მოწყობილობა გაანადგუროს. ამ გარდაუვალი პროცესის შესანელებლად, აპარატის ცენტრალური კომპიუტერი, ტიტანის 181 კილოგრამიან საცავშია მოთავსებული, დანარჩენი ინსტრუმენტებიც შედარებით მცირე ზომის მსგავსი ფარით არის დაცული. კოსმოსური აპარატის ორბიტა ყველაზე უფრო ინტენსიურ სარტყლებს გვერდს უვლის, თუმცა მისიის განმავლობაში ელექტრონული მოწყობილობა ფუნქციონირებას შეწყვეტს. ჯუნოკამი, მაგალითად, კვლევისთვის დაგეგმილი 22-დან, მხოლოდ 7-8 წრის შემოვლაზეა გათვლილი.