არჰუსისა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტების(დანია) ფიზიკოსებმა დაამტკიცეს, რომ დედამიწის ცენტრი მისსავე ქერქზე ახალგაზრდაა, რითაც ნობელის პრემიის ლაურეატის – რიჩარდ ფეინმანი, მოსაზრების კორექტირება მოახდინეს(European Journal of Physics).
ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, გრავიტაციული პოტენციალი, დროზე ზემქომედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასიური სხეულის ასაკის გაზომვა(ჰიპოთეტურად), როგორიც დედამიწა და მზეა, მის ზედაპირსა და ცენტრთან ახლოს განსხვავებულ შედეგებამდე მიგვიყვანს(დრო).
პროტოპლანეტარულ დისკოში დედამიწის ფორმირების ისტორიას მისი ასაკის განსაზღვრასთან, რადიოაქტიური ელემენტების დაბერებისგან განსხვავებით, პირდაპირი დამოკიდებულება არა აქვს. კერძოდ, დედამიწის ზედაპირზე მეტი რაოდენობის რადიოაქტიური იზოტოპების დაშლის პროდუქტია, ვიდრე მის ცენტრში, რაც ამ ელემენტების დაშლის პირობებთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ფეინმანი, როგორც ჩანს, ამას გულისხმობდა, კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში(ა.შ.შ.) გრავიტაციის შესახებ 1962-1963 წელს ჩატარებულ ლექციებზე, როცა ამბობდა, რომ ”მომავალში, ისეთი ობიექტების ასაკის დადგენისას, როგორიც დედამიწაა, მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან დედამიწის ცენტრი, მის ზედაპირზე რამდენიმე დღით ახალგაზრდა უნდა იყოს”.
რიჩარდ ფეინმანი(Richard Phillips Feynman; 1918–1988).
ეს წარმოსახვითი ექსპერიმენტი, ერთ-ერთია იმ უამრავთაგან, რომლებზეც ფეინმანი ფიქრობდა. დედამიწის ცენტრსა და ზედაპირის ასაკებს შორის ხვაობა, რამდენიმე ნაშორმში აქვს ციტირებული, თუმცა სტენოგრაფისტი შეცდა თუ თვითონ მენციერი, უცნობია, რადგან დანიელი ფიზიკოსების მიერ ჩატარებული კვლევა არა რამდენიმე დღიან, არამედ რამდენიმე წლიან განსხვავებას იძლევა.
ერთგვაროვანი დედამიწის შემთხვევაში, პლანეტის გრავიტაციული პოტენციალი ორი ფორმულით აღიწერება: ციური სხეულის გარეთ და მის შიგნით მდებარე წერტილებისთვის. გრავიტაციული წითელი წანაცვლება, პლანეტის ზედაპირსა და ცენტრს შორის, შესაბამის წერტილებში გრავიტაციული პოტენციალის განსხვავბის მიხედვით დგინდება(რადიუსი, მასა). შედეგი: დედამიწის ცენტრი მისსავე ზედაპირზე 1,58 წლით ახალგაზრდაა(გრავიტაციული კარტოფილი…; ატომური საათი გეოიდის შესასწავლად).
უფრო მეტად რეალისტურ მოდელში, პლანეტის სხვადასხვა სიღრმეზე, განსხვავბული სიმკვრივის გამო, გრავიტაციული პოტენციალის ცვლილებაც არის გათვალისიწნებული. ასეთ შემთხვევაში, პლანეტის ბირთვი, მის ზედაპირზე 2,49 წლით ნაკლები ასაკისაა(დედამიწის ბრუნვა გათვალისწინებული არ არის).
მზის შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ მნათობის სიმკვრივე სიღრმესთან ერთად არ იცვლება, მისი ცენტრის ასაკი, ზედა ფენებზე 4,8 ათასი წლით ნაკლები უნდ აიყოს. შიდა სტრუქტურის არაერთგვაროვნების გათვალისწინებით, შედეგი მნიშვნელოვნად იცვლება – 39 ათასი წელი.
შედეგებს შორის ასეთი სხვაობა, ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი მზისეული მოდელის შემთხვევაში, იმით აიხსნება, რომ მნათობის მასის მეტი ნაწილი მის ცენტრშია თავმოყრილი. დედამიწისეული მატერია კი მის წიაღში შედარებით ერთგვაროვნად არის განაწილებული.
ფეინმანი, მუშაობდა რა ბეტა-დაშლის თეორიაზე, ერთ-ერთ (სხვის)ძველ სტატიაში, რომელიც ექსპერიმენტულად მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციას ეხებოდა, უზუსტობები აღმოაჩინა. ”მას მერე, მე, ყურადღებას აღარ ვაქცევ იმას, რასაც სპეციალისტები ამტკიცებენ. ყველაფერს თვითონ ვანგარიშობ”. ამ ეპიზოდის შესახებ, მის ავტობიოგრაფიულ ნაკრებში წერია – ”რა თქმა უნდა, თქვენ ხუმრობთ, ბატონო ფეინმან!”( მაინც რა ასაკისაა სამყარო?; მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე; ბირთვის ბირთვი; დედამიწის ცენტრი სხვა სიჩქარით ბრუნავს; ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ).