შვედი და მექსიკელი ასტრონომების აზრით, მათ მიერ აღმოჩენილი სხეული, მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტი შეიძლება იყოს. მონაცემების სიმცირის გამო მისი ზომისა და სიშორის დადგენა გაძნელებულია.
დაკვირვებები რადიოობსერვატორიის – ALMA(ატაკამას დიდი მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული მასივი), საშუალებით ჩატარდა. სუპერდედმიწობის კანდიდატი ორჯერ იქნა დამზერილი: 2014 წლის ივლისსა და 2015 წლის მაისში.
მეცნიერებმა სამი ჰიპოთეზა წამოაყენეს. აღმოჩენილი ობიექტი სუპერდედამიწაა, რომელიც დედამიწაზე დიდია და 300 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული მზეს; ეს ობიექტი ჯუჯა პლანეტაა, მზიდან 100 ა.ე-ს მანძილზე, სედნაზე შორს, ხოლო V774104-ზე ახლოს; ეს არის ყავისფერი ჯუჯა(შეუმდგარი ვარსკვლავი, პლანეტასა და ვარსკვლავს შორის შუალედური მასით), 20 ათასი ა.ე-ს მანძლზე დედამიწიდან. მეცნიერები კვლევას აგრძელებენ, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილმა ჰიპოთეზებმა საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადეობის აღიარება ვერ მოიპოვა.
ითვლება, რომ მზის სისტემასთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე სუპერდედამიწამდე მანძლი დაახლოებით 20 ათასი სინათლის წელია. ობიექტი სახელად HD 219134b, კასიოპეიაში მდებარე ვარსკვლავის – Gliese 892, გარშემო ბრუნავს.
მაიქლ ბრაუნი, ასტრონომი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, რომელიც თავის თავს „პლუტინის მკვლელს“ უწოდებს(რადგან პლუტონზე დიდი ობიეტქბი აღმოაჩინა), ამბობს – „თუ სიმართლეა, რომ ALMA-მ ძალიან ვიწრო დამზერის არეში მასიური ობიექტი აღმოაჩინა, მაშინ მზის სისტემის კიდეზე 200 000-მდე დედამიწის ზომის პლანეტები უნდა იყოს, რაც გამორიცხულია“(მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტა ისევ პლუტონია).
სუპერდედამიწას უწოდებენ პლანეტას ან ეკზოპლანეტას, რომლის მასა დედამიწისაზე მეტია, ხოლო გაზის გიგანტების – იუპიტერისა და სატურნისაზე მცირე(ჯუჯა პლანეტები; სად დაიმალა პლანეტა X?).