10 გამოცანა

 რა არის ცნობიერება? ვიცით, რომ ცნობიერება და თვითშეგნება გაგვაჩნია, მაგრამ კონკრეტულად რა არის ცნობიერება? როგორ ჩნდება ქვეცნობიერება და რა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე? უკვე არა ერთი ასეული წელია, რაც მეცნიერები ამ შეკითხვებზე პასუხებს ეძებენ და მათ კამათსაც ბოლო არ უჩანს(რეალობის კვანტური ილუზორულობა).

 რა არის სიზმარი? შეიძლება არც გვახსოვდეს, მაგრამ ყოველ ღამე ვხედავთ სიზმარს და მისი ბუნება ისევ გაურკვეველი რჩება. ე.წ. შეგნებული სიზმრების ოსტატებიც კი ვერ იძლევიან საჭირო რაოდენობის ინფორმაციას. სიზმრებს სწავლობს მეცნიერება, რომელსაც ონეიროლოგია ეწოდება(სულიერი მოვლენები სხვა განზომილებებში არსებობს).

alieni titit მარტონი ვართ სამყაროში? კი ან არა – ორივე ვარიანტი ერთნაირად შემზარავია. დამზერადი სამყაროს მასშტაბებიდან გამომდინარე, არამიწიერი გონიც უნდ არსებობდეს, მაგრამ არც საწინააღმდეგო მოსაზრებაა დამტკიცებული. სიგნალების ძებნა გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ(WOW და სხვა სიგნალები…; უცხოპლანეტელთა კოსმოსური ნაგებობები…).samkar simul galaqtikebit

 რისგან შედგება სამყარო? ყველაფრისგან, იმიტომაც ჰქვია სამყარო. სამწუხაროდ, ახლაც არ ვიცით, რა არის მისი ძირითადი შემადგენელი. ასტროფიზიკოსთა აზრით, მისი ძირითადი ნაწილი ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიაზე მოდის, რომელთა ბუნება ახლაც გაურკვეველი რჩება(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ).

ekzoebi 100 mln sicoxlis tavs როგორ ჩაისახა პირველი სიცოცხლე? ვიცით, რომ სიცოხლის ჩასახვა დედამიწაზე რამდენიმე მილიარდი წლის წინათ მოხდა, მაგრამ როგორ(პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში)? საწყისი პირობების გამეორების სასოწარკვეთილი მცდელობების მიუხედავად, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სიცოცხლე, მეტეორტიების ან კომეტების საშუალებით მოხვდა დედამიწაზე(სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; სიცოცხლის ყველაზე პატარა ფორმა).

 რა არის ოკეანის ფსკერზე? კოსმოსს რომ თავი დავანებოთ, გამოცანები, დედამიწაზეც საკმარისი რაოდენობითაა. ოკეანის ფსკერი – ყველაზე უფრო ნაკლებად შესწავლილი ადგილია პლანეტაზე, რომლის გამოცანათა ამოხსნა ჯერ ისევ გრძელდება(ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა).okean qerqqvesha mikorbebi

 რა არ არის ისე, მარტივ რიცხვებთან დაკავშირებით? მარტივი რიცხვები, ნატურალური რიცხვებია, რომელბიც მხოლოდ ერთზე ან საკუთარ თავზე იყოფა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. პრობლემათა ნაწილი, უსასრულო ნატურალურ რიცხვთა რიგში მათ განაწილებას ეხება – ეს კანონზომიერება ისევ დაუმტკიცებელი რჩება.

 რა უნდა მოვუხერხოთ ჭარბ ნახშირბადს? ყოველდღიურად, პლანეტის ატმოსფეროს უამრავი რაოდენობის ნახშირბადით ვავსებთ – გამონაბოლქვი გაზები, ქვანახშირის წვა, მიწისქვეშა გაზიფიკაცია და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგება ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს. მეცნიერები ამ ჭარბი ნახშირბადის მოცილების საშუალებას ეძებენ, თუმცა უშედეგოდ(მყინვარების დნობის დასაწყისი).

 multebi mrgvali bevriარსებობს თუ არა სხვა სამყაროები? მხოლოდ ”ჩვენის” დამზერა შეგვიძლია და საერთოდ, არსებობს კი ცნება – სამყაროს ”ზღვარი”? ამ შეკითხვაზე პასუხს, ალბათ, შორეულ მომავლში თუ მივიღებთ(სამყარო: მრავლობითი თუ მრავალვარიანტიანი?).

zemasiuri ngc 3783_shi რა არის შავი ხვრელი? იმდენად წარმოუდგენელი ობიექტებია, რომ მათი ნამდვილად არსებობის საკითხი, მთელი XX საუკუნე რიად რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოქნის მექანიზმი მეტ-ნაკლებად გასაგები გახდა ჩვენთვის(პირველად აღმოჩენილი შავი ხვრელი ნამდვილად არსებობს), ხოლო რა ხდება შავი ხვრელების შიგნით, მხოლოდ მკითხაობა თუ შეგვიძლია(შავი ხვრელების საიდუმლო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.