ყველასათვის კარგად ცნობილი მარსმავალი – ”ქიურიოსითი”(ცნობისმოყვარეობა), მთა შარპის ჩრდილო-დასავლეთ ციცაბო კალთაზე მდებარე დიუნებიან მაღლობზე (Bagnold Dunes) ავიდა, რაც სხვა პლანეტების კვლევის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა (პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები).
წარმოდგენილ ფოტოზე (ზემოთ), მარსული ქვიშის ნაწილაკებია ნაჩვენები. ფერდობებისა და დიუნების ზედა ნაწილები საკმაოდ დიდი ზომის ქვიშის ნაწილაკებისგან შედგება, რადგან პატარები ქარს ჩააქვს ქვევით.
მარსმავლის მიერ დატოვებული კვალი. ეს ფოტო 2015 წლის 27 ნოემბერს არის გადაღებული, მარსმავლის მთავარი კამერით – Mastcam. კვალის სიღრმე ქვიშის დაბალ სიმკვრივიზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ, დიუნების ადვილად მოძრაობის უნარიანობაზე მეტყველებს. მართლაც, ქარის ზემოქმდებით მარსული ქვიშის დიუნები 1 მეტრზე გადადგილდება ერთი დედამიწის წლის განმავლოაბში.
მკვრივი მარცვლოვანი ქვიშის ”ფოთლები”.
დიუნის მონაკვეთი კამერა MAHLI-თი არის გადაღებული, რომელიც მარსმავლის მექანიკური ხელის ბოლოზეა დაყენებული. ნასელი სპეციალისტების თქმით, მარსმავლის ბორბლის მოძრაობამ ზედაპირზე ამოიტანა ქვიშა, რომელიც აქამდე მის ქვემოთ იყო მოქცეული. ამ ქვიშას უფრო დიდი და გლუვი მარცვლები აქვს.
იმის გათვლალისწინებით, რომ მარსული დიუნები არც თუ ისე მკვირვი და მოძრავი ქვიშისგან შედგება, მარსმავლის მარშრუტის დამგეგმავები მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ. ყველა შესაძლო საფრთხე უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა წინამორბედივით – ”სპირიტი”, ქვიშაში არ გაიჭედოს ან არ გადაბრუნდეს. წინააღმდეგ შემხთვევაში, მისია “ცნობისმოყვარეობა” დროზე ადრე დასრულდება, ხოლო დავალებები, შეუსრულებელი დარჩება (ყველაზე მაგარი მანქანა…; მარსმავლები).