ნეიტრონული ვარსკვლავის „აწონვის“ ახალი მეთოდი

 საუთჰემპთონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც პულსარების მაღალი სიზუსტით აწონვის საშუალებას იძლევა. პულსარი, ზეახლად აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენია, რომელიც სწრაფად ბრუნავს და უძლიერესი მაგნიტური ველი გააჩნია. ადრე, ასეთი ვარსკვლავის მასის დადგენა, მისსავე ორბიტაზე მოძრავ პლანეტებსა და სხვა ობიექტებზე დაკვირვებით ხდებოდა, რომლებსაც ნეიტრონული ვარსკვლავის გრავიტაცია იჭერს.

 ახალი მეთოდით არა მარტო ხნიერი პულსარების მასის დადგენაა შესაძლებელი, არამედ ახალგაზრდებისაც, რომელთა ორბიტაზე არანაირი მასიური სხეული არ არის. პულსარების მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური სხივი, სიგნალი, რომლის რეგისტრაციაც რადიოტელსკოპებით ხდება, პულსარისა და დედამიწის მოძრაობის გამო, საზღვაო შუქურას სიგნალივით, წყვეტილი იმპულსებით მიიღება. ხნიერი პულსარების ბრუნვის შიჩქარე ღერძის გარშემო, მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა და სიგნალიც მკაცრად განსაზღვრული ინტერვალებით მოდის, რასც ვერ ვიტყვით ახალგაზრდებზე, რომლებიც აფეთქების შემდგომ რყევებს ისევ განიცდის, ხან აჩქარდება, ხან დამუხრუჭდება, დროის პატარა ინტერვალის განმავლობაში.

httpv://youtu.be/mXzwtp-KaoI

 ეს იმიტომ ხდება, რომ მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავის ბირთვის სუპერსითხე, ენერგიას ვარსკვლავის ქერქს გადასცემს. „წარმოვიდგინოთ, რომ პულსარი, წვნიანით სავსე თეფშია. ამ თეფშის შუაში კარტოფილის ნაჭერი ბრუნავს, მის გარშემო კი წვენი, იგივე მიმართულებით, ოღონდ მეტი სიჩქარით. სიჩქარეებს შორის არსებული სხვაობის გამო, კარტოფილი აჩქარებას დაიწყებს, რაც უფრო დიდი წვნიანის მასა, მით მეტად აჩქარდება იგი“ – ამბობს უინ ჰო, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი საუთჰემფთონიდან.

 ამ იდეასა და ბოლო დროს მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც თანამედროვე რადიო და რენტგენის დიაპაზონის ტელესკოპებით არის მიღებული, მეცნიერებმა მათემატიკური მოდელი შეიმუშავეს. ახალგაზრდა პულსარის მასის დადგენას, მის ბრუნვის სიჩქარეში დაფიქსირებული რყევების საშაულებით ხდება. ამ მოდელის საფუძველში ზედენადობის მოვლენა დევს, რომელიც პულსარის სუპერსითხეს გააჩნია და რომელიც ბირთვისა და ქერქის საზღვართან მორევის მსგავსი წარმონაქმნების გაჩენაზეა პასუხისმგებელი. გამოთვლით და დაკვირვებით მიღებული მონაცემების კომბინირებით, ვარსკვლავის ზუსტი მასის დადგენაა შესაძლებელი.

 ეს მეთოდიკა, ახალი ტელსკოპებიდან მიღებული მონაცემების დასამუშავებლად იქნება გამოყენებული. ეს ტელესკოპებია – SKA(კვადრატულ კილომეტრიანი ანტენა) და LOFAR, ეს უკანასკნელი კი სწორედ პულსარების შესასწავლად არის შექმნილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.