მოიშორებს რა თავის გარსს, თეთრი ჯუჯა ვარსკვლავიც მარგალიტივით ბრწყინავს. ამ ანალოგიის გაგრძელებით, შეიძლება ითქვას, რომ მზე – მოლუსკია, თავისი ნაჭუჭისგან განთავისუფლების მერე კი შთამბეჭდავ სანახაობას მოაწყობს. აქ ნაჩვენები გარსი, შემდგარი მტვრისა და გაზისგან, პლანეტური ნისლეულია (რომელსაც პლანეტებთან საერთო არაფერი აქვს, ძველი სახელი შემორჩა) – NGC 2440, რომელშიც ცნობილთა შორის ყველაზე ცხელი თეთრი ჯუჯა მდებარეობს (ყველაზე ცხელი ვარსკვლავი). მარგალიტივით მბრწყინავი ვარსკვლავი გამოსახულების ცენტრთან ახლოს ჩანს. NGC 2440-ის ამ სურათზე წარმოდგენილი ნაწილის ზომა დაახლოებით 1 სინათლის წელია. ჩვენი მზის ცენტარლური ნაწილი თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, თუმცა ეს მოხდება არა უადრეს 5 მილიარდი წლისა. ეს გამოსახულება, წარმოდგენილი ხელოვნურ ფერებში, კოსმოსური ტელესკოპით – ”ჰაბლი”, 1995 წელს გადაიღეს. NGC 2440, დედამიწიდან 4000 სინთალის წლის მანძილზე მდებარეობს, სამხრეთის თანავარსკვლავედის – (გემის) კიჩოს მიმართულებით (ჩანდრასეკარის ზღვარი; თეთრი ჯუჯა; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).
NGC 2440: კოსმოსური მარგალიტი
Posted by