დეფორმირებული დრო-სივრცე პულსარს მალავს

 ასტრონომებმა, რომლებიც შოერეულ ვარსკვლავურ სისტემას იკვლევენ, მათი თვალთახედვიდან ვარსკვლავის გაქრობის ფაქტი დააფიქსირეს. სავარაუდოდ, ვარსკვლავი, სისტემის მიერვე დეფორმირებულ დრო-სივრცულ კონტინიუმში მოხვდა. „გამქრალი“ ვარსკვლავი ბინარული (ორმაგი) სისტემის – J1906, ნაწილია. მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გაჩნილ პულსარს, ასტრონომები უკვე 5 წელია სწავლობენ. ახლახანს კი მისი სიგნალი საერთოდ გაქრა, რამაც მკვლევარები შოკში ჩააგდო.

 პულსარი, ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს (ზეახალი ვარსკვლავი), მასიური ვარსკვლავისგან დარჩენილ ზემკვრივ ბირთვს, რომელიც მაღალი სიჩქარით ბრუნავს და პოლუსებთან ამოსული მძლავრი ელექტრომაგნიტური სხივების კონათა იმპულსებს ასხივებს, როგორც ჩვეულებრივი შუქურა. ამ იმპულსების სიხშირე მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა (რის გამოც, პირველად, უცხოპლანეტელებისგან გამოგზავნილი სიგნალებიც კი ეგონათ), J1906-ს შემთხვევაში სიგნალის ამპლიტუდამ ჯერ კლება დაიწყო, შემდეგ საერთოდ გაქრა. როგორც ჩანს, მისი და კომპანიონი ვარსკვლავის გრავიტაცია დრო-სივრცულ ნაკეცებს ქმნის, რომელში მოხვედრილი პულსარის რადიოსიგნალი დედამიწის მიმართულებით აღარ ვრცელდება.

 აღსანიშნავია, რომ ეს ფენომენი აინშტაინის ფარდობითობის თეორიით აიხსნება, რომლის მიხედვითაც, მასიური ობიექტები, მათ შორის დედამიწაც, შემომფარგლავი სივრცის დეფორმაციას იწვევს. ნეიტრონული ვარსკვლავის მსგავსი ზემკვირვი და მასიური სხეულები კი კიდევ უფრო მეტ დეფორმაციას ახდენს, რომელშიც სხვა კოსმოსური ობიექტები და თვითონაც შეიძლება „ჩავარდეს“ (ჰოლომეტრი: დრო-სივრცის მიკროსკოპი).

httpv://www.youtube.com/watch?v=IgihQG8t0kI

 დეფორმაციის მატებასთან ერთად, პუსლარის ღერძის მდგომარეობაც იცვლება, რომელიც შემომფარგლავი „არადეფორმირებული“ სივრცის მიმართ გადახრილი ხდება და რის გამოც, დედამიწაზე არსებული რადიოტელესკოპებისკენ აღარ არის მომართული.

 გამოთვლების მიხედვით, რომელიც ნიდერლანდების რადიოასტრონომიული ინსტიტუტის ჯგუფმა ჩაატარა, პულსარი J1906, დედამიწელთა თვალსაწიერიდან სამუდამოდ არ გამქრალა. დაახლოებით 160 წლის მერე, ის ისევ ნორმალურ სივრცეში გადავა და ჩევენი მიმართულებით დაიწყებს ნათებას (პულსარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.