სამყაროს ახალი მათემატიკური მოდელი

 ასტრონომებმა სამყაროს ჩვენთვის ცნობილი ნაწილის ახალი მათემატიკური მოდელი შექმნეს, რომელიც, თავის მხრივ, გალაქტიკათა მაქსიმალურად რეალისტურ მოდელებს შეიცავს, რომელთა ასაკი, ზომა, მასა და სხვა პარამეტრები რეალურად არსებული გალაქტიკებისას შეესაბამება. ეს მათემატიკური მოდელი ხანგრძლივი დაკვირვებების ჩანაცვლებისა და კოსმოსური კონტინუუმის განვითარების პროცესის კვლევის საშუალებას იძლევა, რომელიც უკანასკნელი 14 მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 მათემატიკური მოდელის – EAGLE(გალაქტიკების ასამბლეისა და მათი გარემოს ევოლუცია) შექმნაზე, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ჯუფ შეეს მეთაურობით ლეიდენის უნივერსიტეტიდან, ხოლო საჭირო გამოთვლები დარემის(დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სუპერკომპიუტერითა და ფრანგული სისტემით – GENCI “Curie” ჩატარდა. EAGLE-ს ჩარჩოებში მეცნიერებმა გალაქტიკათა ყველაზე უფრო რეალისტური მოდელები შექმნეს, შიგაგალაქტიკური ”ქარების” ჩათვლით. ამ ქარებს ვარსკვლავები, ზემასიური შავი ხვრელები და ზეახლები წარმოქმნიან. გალაქტიკებიდან განიავებული უზარმაზარი მასები ღია გაალქტიკათშორის სივრცეში ახალ ვარსკვლავებს წარმოქმნიან, რომლებიც შედარებით მსუბუქ და ელვარე ახალგაზრდა გალაქტიკებად ერთიანდებიან(NGC 4651: გალაქტიკა ქოლგა).

 ”სუპერკომპიუტერის წიაღში შექმნილი სამყარო მაქსიმალურად ახლოსაა რეალურთან. ამ ციფრულ სამყაროში ყველანაირი გალაქტიკებია თავმოყრილი, ხოლო გამოსახულება ძალიან ჰგავს იმას, რაც მე ყველაზე დიდი ტელეკოპების ობიექტივებში დამინახავს. EAGLE წარმოუდგენელ შესაძლებლობებს იძლევა, მაგალითად, დროის გადახვევა უკან ” – ამბობს რიჩარდ ბაუერი(დარემის უნივერსიტეტი).

 მენციერთა აზრით, ცალკეულ გალქტიკებამდე დეტალიზირებული მოდელი, წარმოუდგენლად ძლიერ ინსტრუმენტად იქცევა, რომლითაც სამყაროს კვლევა შესაძლებელი იქნება მისი გაჩენის მომენტიდან დღემდე. ”ეს არის ახალი ტიპის კვლევათა დაწყების ერა. ამ მოდელის საშუალებით შეგვეძლება გავიგოთ რა ხდებოდა 14 მილიარდიანი ინტერვალის ნებისმიერ მომენტში და როგორ აისახა ეს პროცსები სამყაროს მომავალ განვითარებაზე” – ამბობს რობ ქრენი(ლივერპულის უნივერსიტეტი)(ირმის ნახტომის სახლი – ზეგროვა „განუზომელი ზეცა“).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.