მექანიკური სენსორები არამიწიერი სიცოცხლის მოსაძებნად

 სხვა პლანეტებსა და კოსმოსურ სხეულებზე სიცოცხლის კვლების ძებნა ძირითადად ირიბი მეთოდებით მიმდინარეობს, თუმცა სიცოცხლისათვის დამახასიათებელი ქიმიური ელემენტების ნაერთებს არაბიოლოგიური წარმომავლობაც შეიძლბა ჰქონდეთ, რაც ბოლომდე სანდო შედეგებს ვერ იძლევა.

 სიცოცხლისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანი არსებობს – მოძრაობა, რომლის ანალიზითაც მიკროორგანიზმის სახეობის დადგენა რთული ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზების გარეშეც შეიძლება. მოძრაობის დამაფიქსირებელი მაღალი მგრძნობელობის მიკრომოწყობილობა შვეიცარიელმა მკვლევარებმა შექმნეს.

 მოძრაობის დეტექტორი ნანოზომის ზონდისგან შედგება. მას სამკუთხდის ფორმა აქვს, რომლის ერთი ბოლო დამაგრებული არ არის და რხევითი მოძრაობების გაკეთება შეუძლია. მიკრომეტრების ზომის ზონდის გადამწოდზე(”დატჩიკ”) დაახლოებით 500 ბაქტერია შეიძლბე მოთავსდეს.

 ეს გადამწოდი, უკვე კარგად ცნობილი მოწყობილობის – ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპის მსგავსად მუშაობს(ტუნელის ეფექტზე მომუშავე მიკროსკოპისგან განსხვავბით მას არაგამტარი ზედაპირების სკანირებაც შეუძლია). მიკროსკოპის ზონდი საანალიზე ნიმუშის ზედაპირის სკანირებას ფირფიტების დასაკრავი ნემსის მსგავსად ახდენს, მისი რხევა ლაზერით ფიქსირდება და გამოსახულება ამ მოძრაობების მიხედვით მიიღება.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Ha53tFTsmW8

 ხსენებული მიკროსკოპისგან განსხვავებით, შესასწავლი ნიმუში თვით გადამწოდის ბოლოზე თავსდება. ზონდის ბოლოზე მოთავსებული ბაქტერიები თუ ცოცხლები არიან და მოძრაობენ, ეს მოძრაობა ზონდის ვიბრირებას გამოიწვევს, განსაზღვრული სიხშირითა და ამპლიტუდით, რომელთაც ლაზერი ”წაიკითხავს”.

 ამ მოწყობილობით კვლევები ყოველგვარი ქიმიის გარეშე შეიძლება ჩატარდეს, ავადმყოფობის დიაგნოსტიკიდან დაწყებული, არამიწიერი სიცოცხლის ძებნის ჩათვლით, მაგალითად, მეთანის ტბებში ტიტანზე(სიცოცხლის კვალი მარსზე?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.