ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურ ობსერვატორიაზე არსებული სპეციალური კამერით(ACS), ახალი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელსაც KKs3 უწოდეს. ჰიდრას თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე გალაქტიკა, დედამიწიდან 7 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ანდრომედასა და ირმის ნახტომის გარშემო არსებულ 50 ცნობილ სხვა გალაქტიკებთან ერთად, ადგილობრივ გალაქტიკურ ჯგუფში შედის(ირმის ნახტომი ალყაშია). აღმოჩენა, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ჩვენი გალაქტიკის ახლო სივრცეში ბევრი ასეთი უცნობი ობიექტი შეიძლება არსებობდეს, რომლებიც ჩვენივე გალქტიკის ვარსკვლავებისა და მტვრისაგან შემდგარი დისკოს მიღმა იმალებიან.
წინასწარი შეფასებებით, KKs3-ს მასა ირმის ნახტომის მასის ერთ მეათიათსედს უნდა შეადგენედეს(ირმის ნახტომის ზუსტი მასა). ახალბედა სფეროიდალურ ჯუჯა გალაქტიკების ტიპს ეკუთვნის – dSph, რადგან მასში სხვა გალაქტიკებისთვის დამახასიათებელი სპირალური სტრუქტურის კვალიც კი არ შეიმჩნევა. აღსანიშნავია, რომ KKs3 ძალიან ახლოსა მეორე ჯუჯა გალაქტიკასთან – KKR 25, რომელიც 1999 წელს აღმოაჩინეს, პრაქტიკულად შეერწყა მას, სწორედ ამის გამო იყო მისი გამორჩევა ძნელი(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
ჯუჯა გალაქტიკები, სამყაროს უძველესი ობიექტები არიან, მათზე დაკვირვება არქეოლოგიურ გათხრებს შეიძლება შევადაროთ. მათში არსებული ვარსკვლავებიც ძალიან მკრთალები და ხნიერები არიან, რადგან ასეთ გალქტიკებში ახალგაზრდა ვარსკვლავების წარმოსაქმნელად საჭირო გაზი საერთოდ აღარ არის.
როგორც წესი, ჯუჯა გალაქტიკები დიდი გალაქტიკების თანამგზავრები არიან. ამით აიხსნება გაზების დეფიციტი, რომელიც მათი შემადგენელიდან გიგანტურმა მეზობლებმა „ამოქაჩეს“(ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები; ჯუჯა გალაქტიკები სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში ვერ ეწერებიან).
ასტორნომები „ჰაბლის“ საშუალებით გადაღებული ფოტოების კვლევას აგრძელებენ. ეს ამოცანად მნიშვნელოვნად გაიოლდება, როცა მომავალი თაობის ტელესკოპები დაიწყებენ მუშაობას, მათ შორის ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელესკოპიც(JWST), ასევე ევროპელების ექსტრემალურად დიდი ტეელსკოპი(E-ELT).