მაღალი სიმძლავრის ლაზერის საშაულებით, მეცნიერებმა ასტეროიდის(ან კომეტის) დარტყმის მსგავსი პირობები შექმნეს და წამზე მცირე დროში რნმ(რიბონუკლეინის მჟავა)-ს შემადგენელი ყველა ორგანული კომპონენტი მიიღეს, რომელიც გენეტიკური ინფორმაციის პირველ მატარებლად ითვლება(Science News).
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაარკვიონ, როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე, კერძოდ, როგორ წარმოიქმნენ ორგანული ნაერთები არაორგანულებისგან. საუბარია, პირველ რიგში, რნმ-სა და დნმ-ს ხუთ ნუკლეოტიდურ ფუძეზე: ადენინზე, გუანინზე, ციტოზინზე, ურაცილზე და თიმინზე(დნმ – უოთსონი, ქრიქი, უილკინსი, ფრანქლინი). ერთ-ერთ წინამორბედ ნივთიერებად მეცნიერებმა ფორმამიდი აიღეს – მარტივი სუბსტანცია, რომელიც წყალბადის ციანიდის წყალთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება და ყველა ძირითად კომპონენტს შეიცავს: წყალბადი, აზოტი, ნახშირბადი და ჟანგბადი.
ექსპერიმენტის მსვლელობისას ლაზერის სხივი ხსნარისკენ იქნა მიმართული, რომელიც ფორმამიდსა და თიხას შეიცავდა(ადრეული დედამიწის მსგავსი პირობები). ნანოწამის მესამედის ხანგრძლივობის იმპულსმა მაღლი წნევა, მაღალი ტემპერატურა(4200 გრადუსი ცელსიუსით), მძლავრი ულტრაიისფერი და რენტგენის გამოსიხვება წარმოქმნა – სხვანაირად რომ ვთქვათ, ისეთივე პირობები, როგორიც ასტეროიდისა თუ კომეტის ვარდნის დროსი შეიძლება იყოს.
ექსპერიმენტმა უამრავი ქიმიური პროცესი გაუშვა, რომელთა შედეგადაც, წყალბადის ციანიდის, ნახშირჟანგის, ამიაკისა და მეთანის გარდა, რნმ-ს ოთხივე ნუკლეოტიდური ფუძეც გაჩნდა(ადენინი, ციტოზინი, გუანინი, ურაცილი).
ზოგიერთი ტიპის მეტეორიტებში ადენინი და გუანინი ადრეც აღმოაჩინეს(დნმ-ის არამიწიერი ნაწილები მეტეორიტებში), თუმცა პარიზში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ ასტეროიდულ დარტყმას რნმ-ს შესქმნეილი მასალის წარმოქმნა შეუძლია(4 მილიარდი წელი ჩვენს ერამდე: გაბზარული დედამიწა).
მეცნიერთა აზრით, ასეთი დარტყმები, გვიანდელი მძიმე ბომბარდირებისას(4 მილიარდი წელი ჩვენს ერამდე: გაბზარული დედამიწა), რომელიც 150 მილიონი წელი გაგრძელდა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სხვა მეცნიერთა აზრით, დედამიწაზე უხვად ჩამოცვენილმა ასტეროიდებმა სიცოცხლის ყველანაირი კვალი გაანადგურეს, თუმცა, პარიზში ჩატარებული ექსპერომენტი საწინააღმდეგო ეფექტისკენ მიუთითებს. შესაძლებელია, რომ მომავალი სიცოცხლის საფუძველი სწორედ მეტეორიტული დარტყმით გაჩნდა(სიცოცხლე; სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; სიცოცხლე დედამიწაზე ადრე გაჩნდა).