ასტრონომმა დონალდ ოლსონმა კლოდ მონეს შედევრის საიდუმლო ამოხსნა.
ასტრონომიული მტკიცებულებებით, კლოდ მონეს – ” შთაბეჭდილება. ამომავალი მზე”-ს დახატვის ზუსტი დრო დადგინდა, ნახატისა, რომელმაც სამხატვრო იმპრესიონიზმს მისცა სახელი(Impression, soleil levant). დონალდ ოლსონმა, ტეხასის შტატის უნივერსიტეტის ასტრონომმა და ფიზიკის პროფესორმა, დაადგინა მომენტი, როცა საფრანგეთის ქალაქ ჰავრის სასტუმრო ოთახში მყოფი მონე, ზემოთ ხსენებულ შედევრზე მუშაობდა: 1872 წლის 13 ნოემბერი, დილის 7სთ. 35 წთ.
ზუსტი თარიღის დასადგენად, ოლსონი ჯერ ჰავრის ისტორიული ფოტოსურათებით დაინტერესდა, რითაც მონეს მიერ დანახული სამხრეთ-აღმსოავლეთი ხედის რეკონსტრუქცია მოახდინა. ამ სასტუმროს ფასადის ძველ ფოტოსურათზე საჭირო ფანჯრის მოძებნის მერე მან დაასკვნა – მონეს ტილოზე მზე იქ მდებარეობს, სადაც ამოსვლიდან 20-30 წუთის მერე იქნებოდა.
შემდეგ, მოქცევის დრო გაარკვია, როცა დიდი იალქანის მქონე გემებმა პატარა ნავსადგურში შემოსვლა შეძლეს, შედეგად, 19 სავარაუდო თარიღი მიიღო. ვარიანტების გამოსარიცხად, ოლსონმა ისტორიული მეტეოპროგნოზები გადაათვალიერა და შტორმიანი დღეები გამორიცხა. გემების მილებიდან ამოსული კვამლი იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი ქროდა. შეუსაბამო სიძლიერის ქარიანი დღეების გამორიცხვის მერე, ოლსონს ორი ვარიანტიღა დარჩა: 1872 წლის 13 ნოემბერი და 1873 წლის 25 იანვარი. ტილოზე გაკეთებულ ხელმოწერასთან 1872 წელია მიწერილი(1913 წლის დიდი მეტეორული მსვლელობა; უძველესი ნახატი; ამო(UFO) პერსონალურ გამოფენაზე ).