ამო(UFO) პერსონალურ გამოფენაზე

 სევასტოპოლელმა(უკრაინა) მხატვარმა თავისი შემოქმედების დამფასებლები საგონებელში ჩააგდო. პერსონალურ გამოფენაზე სახელად „ჩემი შთაბეჭდილებები“, სტუმრებმა ერთ-ერთ სურათზე უზარმაზარი, სახლის თავზე დაკიდებული დისკოს ფორმის ილუმინატორებიანი ამო დაინახეს. საიდან მოხვდა ნატურმორტების ცნობილი ოსტატის შემოქმედებაში უფოლოგიური მოტივები – ამით სევასტოპოლის დამოუკიდებელი ტელევიზია დაინტერესდა(НТС).

 „ეს, 2008 წლის სექტემბერს მოხდა. საღამოს ცაზე აი ასეთი ობიექტი დავინახე. უზარმაზარი ობიექტი! სახლის თავზე, ამ სახლზე ოთხჯერ დიდი. რა თქმა უნდა, ეს ობიექტი არამიწიერი წარმომავლობისა თუ იქნებოდა. შემდეგ ტელევიზიითაც გავიგე, რომ სგავსი ობიექტი დნეპრომეტროვსკის თავზეც რამდენიმეჯერ შეუმჩნევიათ“ – ამბობს მხატვარი.

 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მხატვარმა მახსოვრობით დახატა, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ძალიან კარგად ახსოვს მაშინდელი მოვლენები და პირადი შეხვედრა ამო-სთან(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.