2009 წლის 28 ივნისს, საქვეყნოდ ცნობილმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა, კემბრიჯის უნივერსიტეტში წვეულება მოაწყო, არც ფერადი ბურთები და შამპანური დავიწყებია. წვეულებაზე არავინ მისულა, ან როგორ მივიდოდა, რამეთუ ჰოკინგმა მოსაწვევები წვეულების მერე გააგზავნა. როგორც მეცნიერი ამბობდა, ამით, მის მიერვე ადრე გამოთქმული ჰიპეთეზის დამტკიცება სურდა, რომ წარსულში მოგზაურობა შეუძლებელია (scientificamerican).
შეიძლება, ჰოკინგი ცდებოდა. თეორიულად, წარსულში მოგზაურობის არანაირი პირდაპირი შეზღუდვა არ არსებობს. ამ ფანდის განხორციელება აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც, გრავიტაცია დრო-სივრცის გამრუდებაა. განსაკუთრებულად ძლიერ გრავიტაციულ ველს (მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?), მაგალითად, მბრუნავი შავი ხვრელისგან წარმოქმნილს, მატერიის ისეთი დეფორმაცია შეუძლია, რომ სივრცე ”ამოტრიალებამდე” გამრუდებული ხდება. ამით ე.წ. ჩაკეტილი დროისმაგვარი მრუდი შეიძლება შეიქმნას – ციკლი, რომელიც ფაქტიურად დროში მოგზაურობა იქნება.
ჰოკინგი და ბევრი სხვა ფიზიკოსი ასეთ მრუდს აბსურდულს უწოდებდნენ, რადგან ნებიმსიერი მაკროსკოპული ობიექტის დროში მოგზაურობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამრღვევ პარადოქსებს აჩენს.
კუინსლენდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) ფიზიკოსმა, თიმ რალფმა და მისმა ასპირანტმა მარტინ რინგბაუერმა, ”მოკლული ბაბუის პარადოქსი” (თუ წარსულში ვიმოგზაურებთ და საკუთარ ბაბუას მოვკლავთ, მაშინ როგორღა გავჩნდებით მომავალში?) კვანტური მექანიკის თვალსაწიერიდან განიხილეს (კვანტური არარეალობა: რაშია ჭეშმარიტება?). თუ ადამიანს ელემენტარულ ნაწილაკად წარმოვიდგენთ, მაშინ ერთნაირი ალბათობით (შროდინგერის კატა) ბაბუის მკვლელობასაც ჩაიდენდა და არც მოკლავდა მას – ეს კი სამკარისია, რომ მრუდის ჩაკეტვა პარადოქსების გამოწვევის გარეშე მოხდეს, ამბობენ ავსტრალიელი მკვლევარები (კიდევ თემასთან დაკავშირებით).