ვარსკვლავებიანი ცა მშვილდოსანში

 ეს ვარსკვლავებით მდიდარი პეიზაჟი ცაზე თითქმის 7 გრადუსს იკავებს, მშვილდოსნის სპირალური მკლავისა(ირმის ნახტომს ოთხი სპირალური მკლავი აქვს) და ჩვენი გალაქტიკის ცენტრის  მიმართულებით. ტელესკოპის საშუალებით გადაღებული სურათებით შედგენილ მოზაიკაზე, კარგად ცნობილი ელვარე ნისლეულები და ვარსკვლავთგროვებია აღბეჭდილი, რომლებიც მე-18-ე საუკუნის „კოსმოსურმა ტურისტმა“ შარლ მესემ თავის კატალოგში შეიტანა. ასტრომოყვარულთათვის კარგად ცნობილი – M16, იგივე ნისლეული არწივი(მარჯვენა კიდესთან) და M17, იგივე ნისლეული გედი(ცენტრთან). ისინი ყველაზე ელვარე ემისიური ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები არიან. წყალბადის ატომების გამოსხივებით შეწითლებული ფრთები 100 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, იქამდე მანძილი კი 5000 სინათლის წელია. ფერადი გაფანტული ვარსკვლავთგროვა M25 მარცხენა კუთხესთან – იქამდე მანძილი 2 ათასი სინათლის წელია, ხოლო ზომა- დაახლოებით 20 სინათლის წელი. M24, იგივე ვარსკვლავური ღრუბელი მშვილდოსანში, ცენტრიდან მარცხნივ, ქვედა კიდის გასწვრივ მდებარეობს. ვარსკვლავთშორის მტვერში გაჩენილ ვიწრო ჩარჩოში ირმის ნახტომის სუსტი და შორეული ვარსკვლავები ანათებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.