ჯუჯა გალქტიკა-თანამგზავრები ირმის ნახტომისა და ანდრომედას კიდეებთან, გალაქტიკათა ფორმირების თეორიაში ვერ ეწერებიან(ირმის ნახტომი ალყაშია). ამ წინააღმდეგობის აღმოფხვრის მცდელობა, რომელიც სამყაროს ევოლუციის სტანდარტულ მოდელს კითხვის ნიშნის ქვეს აყენებს, ჯერჯერობით, მხოლოდ ახალ კითვებს აჩენს(phys.org).
სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი, იგივე ”ლამბდა-სი დი ემ”-ი(ΛCDM), ვარაუდობს, რომ ჯუჯა გალაქტიკა-თანამგზავრები, ფორმირებულები ირმის ნახტომისა და ანდრომედას ბნელი მატერიის ჰალოში, შემთხვევითი მიმართულებებით უნდა მოძრაობდნენ. თუმცა დაკვირვებები საწინააღმდეგოს გვიჩვენებენ: გალაქტიკა-თანამგზავრები უზარამზარი დისკოს შიგნით არიან თავმოყრილნი და ერთი მიმართულებით მოძრაობენ, როგორც მზის სისტემის პლანეტები, რომელთა ორბიტები ეკლიპტიკის(მზისა და დედამიწის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) სიბტყეზე გადიან.
ასეთი სიბრტყეები, რომელთა ახლოსაც გალაქტიკა-თანამგზავრები მდებარეობენ, ირმის ნახტომთანაც(VPS – ვრცელი პოლარული სტრუქტურა”) და ანდრომედასთანაც(GPoA – ანდრომედას დიდი სიბრტყე) დაიმზირება.
ამ სურათის ახსნა სტანდარტული კოსმოსლოგიური მოდელის ჩარჩოებში ხდებოდა, თუმცა ახალი კვლევის ავტორებმა ბოლოს ჩატარებულ ნაშრომებში მეთოდოლოგიური შეცდომები აღმოაჩინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ VPS და GPoA-ს მსგავსი სტრუქტურები ფართოდ გავრცელებული მოვლენა არ არის. ასტროფიზიკოსთა გამოთვლებით, თუ ΛCDM სწორია, ასეთი დისკოების ფორმირების ალბათობა 1:1000-ზე მცირე უნდა იყოს, ხოლო თუ იმასაც გავითვალისიწნებთ, რომ ეს ორ უახლოეს გალაქტიკებთანაც დაიმზირება, მაშინ კიდევ უფრო მცირე მაჩვენებელს მივიღებთ – 1:100000(გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა; გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).