მზისა და ჰელიოსფეროს ობსერვატორიამ(SOHO) ეს ფოტო 1998 წლის 9 ნოემბერს გადაიღო. ულტრაიისფერი დიაპაზონის ამ ნაწილით რკინის ატომების გამოსხივებაა ნაჩვენები(სპექტროსკოპია), რომლებიც მილიონ გრადუსამდე გავარვარებულ გაზში ”ბანაობენ”(ულტრაიისფრი მზე SDO-გან).
მზიური აქტიურობის კლასიკურ სურათზე შედარებით ელვარე ორი ზოლის დანახვაა შესაძლებელი, რომელბიც მზის ორივე მხარეს ერთსა და იმავე განედის გასწვრივ გადიან.
ხილულ დიაპაზონში დანახული კაშკაშა მარყუჟბი შედარებით ბნელ უბნებთან ასოცირდებიან, რომლებსაც ჩვენ ”მზის ლაქებს” ვუწოდებთ. ისინი მაშინ წარმოიქმნებიან, როცა მაგნიტური ველების ძალწირები(მზიური ტურბულენცია), ხდებიან რა აქტიურნი, მზის სიღრმეებიდან მის ატმოსფეროში ადიან(“ორსართულიანი” კონვექცია მზეზე).
ციკლის დასაწყისში აქტიური რეგიონები მაღალ განედებზე ჩნდებიან და რამდენიმე კვირა არსებობენ. ციკლის მიმდინარეობასთან ერთად ახალი რეგიონები წარმოიქმნებიან, მით უფრო აქტიურნი, რაც უფრო ახლოს არიან ეკვატორთან. ბევრი მათგანი დედამიწაზე დიდები არიან და რამდენიმე თვე არსებობენ.
ეს ყველაფერი ორივე ნახევარსფეროში ერთდროულად იწყება, ციკლის დაწყებიდან 5-6 წლის მერე მზის ლაქები შედარებით დაბალ განედებს აღწევენ, ეკვატორთან ახლოს, რასაც ”მზიური მაქსიმუმი” ეწოდება.
ამის მერე ლაქების რაოდენობა შემცირებას იწყებს, სრულ გაქრობამდე და ციკლი ისევ თავიდან იწყება(გადატრიალება მზეზე). პროცესის ბუნება ბოლომდე გარკვეული არაა, უცნობია საერთოდ რატომ ხდება ეს. ნათელია, რომ დიდ როლს მზის წიაღში გენერირებული მაგნეტიზმი თამაშობს, თუმცა პროცესის დეტალები ამ დრომდე გამოცანად რჩება.
ყველაფერთან ერთად, უკანასკნელი წლების განმავლობაში მზემ თავისი ”კლასიკური” ქცევა შეცვალა. ახლანდელი ციკლი 2 წლით გვიან დადგა, ნახევარსფეროებიც სხვაგვარად ”იქცევიან”. გარდა ამისა, აქტიურობის პიკზე მნათობი სიწყნარეს ინარჩუნებს. სავარაუდოდ, მომავალი ციკლიც ასეთი იქნება, ან კიდევ უფრო სუსტი, ვიდრე მიმდინარე(აქტიური მზე).