მარსზე თხევადი წყლის აღმოჩენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა მეცნიერები, ზოგიერთ უჩვეულო პროცესებს სწორედ წყლით ხსნიან.
მარსის ორბიტიდან ნასას კოსმოსურმა აპარატმა სეზონური ცვლილებების უკეთ გასაგებად საჭირო მონაცემები გადმოსცა, რომლებიც წითელ პლანეტაზე თხევადი წყლის არსებობის აშკარა ინდიკატორების როლში გამოდიან.
საუბარია ბნელ და წაგრძელებულ წარმონაქმნებზე, რომლებიც ზოგიერთ მარსულ ფერდობებზე ტემპერატურის მატებისას ქვემოთ ეშევბიან. ახალი კვლები, რკინაშემცველი მინერალების სეზონურ ცვლილებებში, ზედაპირის ტემპერატურის ცვლილებებსა და სხვა პარამეტრებში ჩანან. ისინი ამტკიცებენ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ ამ კვლებს მართლაც მარილხსნარი ტოვებს, ანტიფრიზით რკინაშემცველი მინერალებისგან(რკინის სულფატი, მაგალითად), თუმცა სხვა ახსნაც შეიძლება მოიძებნოს.
მეცნიერები ამ ბნელ ნაღვენთებს ”რეგულარულად გაჩენად წაგრძელებულ სტრუქტურებს(RSL)” უწოდებენ, RSL მარსის მკვლევართა შეხვედრებზე ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოდურ აბრევიატურად იქცა.
სეზონური ბნელი ჩაქცევების ფოტო ბადესთან ერთად, რომელიც იქაური მინერალების სპექტრულ მახასიათებლებს გვიჩვენებს.
”RSL-ებში თხევადი წყლის არსებობის უტყუარი მტკიცებულებები არ გაგვაჩნია, თუმცა გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი რამე წყლის გარეშე გაჩნდეს” – ამბობს ჯორჯიის შტატის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი ლუჯერ ოჯა, ამ ნაკადების შესახებ დაწერილი ორი სტატიის მთავარი ავტორი. სწორედ მან აღმოაჩინა ეს ნაკადები სამი წლის წინათ, იყო რა არიზონას შტატის უნივერსიტეტის სტუდენტი, თანამგზავრ MRO(მარსის ორბიტალური მზვერავები)-ზე დაყენებული მაღალი გარჩევადობის კამერით(HiRISE) გადაღებულ ფოტოებზე.
ამჯერად ოჯამ და მისმა მასწავლებელმა ჯეიმს რეიმ 13 მონაკვეთი შეისწავლეს, RSL-ებით მათზე, ფოტოები იმავე აპარატზე არსებული სპექტრომეტრით(CRISM) იქნა გადაღებული, რათა დაედგინათ, უკავშირდება თუ არა ეს წყევალფერი რაიმეთი თხევად წყალს.
წყლისა და მარილების სპექტრული მახასითებლების დადგენა ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ მონაკვეთთა უმრავლესობაზე ისეთი მინერალები გამოვლინდა, რომლებიც ორ და სამვალენტიან რკინას შეიცავენ, თან ეს მინარალები მეტი კონცენტრაციით სწორედ RSL-ებშია თავმოყრილი.
”არა მარტო თვითონ RSL-ები ვარირებენ, სეზონიდან სეზონამდე სპექტრული მახასიათებლების ძალაც იცვლება” – აღნიშნავს ოჯა.
როგორც ჩანს, ეს ცვლიელბები იმით აიხსნება, რომ ზედაპირს წვრილმარცვლოვანი მტვერი შორდება, რაც წლყითაც და მის გარეშეც შეიძლება მოხდეს. არსებობს სხვაგვარი ახსნაც: მინერალებში უფრო მეტად დაჟანგული კომპონენტის წილის ზრდა(სამვალენტიანი რკინა) ან მუქი ფერის მიღება ტენიოანობის ზრდის გამო. სპექტრული დაკვირვებებით წყლის ვერ აღმოჩენა იმასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რომ ბნელი წარმონაქმნები იმ მთლიან მონაკვეთზე გაცილებით ვიწროა, რომელსაც CRISM ხედავს. ამასთან ერთად, ორბიტიდან ამ მონაკვეთების დანახვა მხოლოდ დღე არის შესაძლებელი, როცა დილის ”ნამი” უკვე გამქარალია.
ასეა თუ ისე, ძირითად ჰიპოთეზად ზედაპირთან ახლოს მყოფი წყლის ნაკადი რჩება, რომელიც თხევად მდგომარეობას მასში გახსნილი მარილებით ინარჩუნებს.
HiRISE-ეთი გადაღებული სეზონური ბნელი წარმონაქმნები ერთ-ერთი კრატერის ფერდობზე.
გარდა ამისა, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლები და მათი კოლეგები სეზონური წარმონაქმნების გაჩენის კანონზომიერების გამოვლენას ორი სხვადასხვა აპარატის – MRO-სა და ”მარს ოდისევსის”(1) მიერ გადმოცემულ ფოტოებზე ეცდებიან. აღმოჩნდა, რომ ისეთივე ფერდობების, გეოგრაფიული განედებისა და მსგავსი ტემპერატურული რეჟიმების მიუხედავად ბევრგან RSL-ები საერთოდ არ არის.
მეცნიერებმა სამხრეთ ნახევარსფეროს შუა განედებზე კლდოვანი ქარაფების 200-მდე ლოკაცია განსაზღვრეს, რომლებიც RSL-ების გაჩენისთვის იდეალურია. თუმცა ჩამონადენები მხოდ 13 მათგანზეა. ეს დაფარული ფაქტორი, შეიძლება, თხევადი წყალი(მარილწყალი) იყოს. RSL-ების რაოდენობა, ასევე, წლიდან წლამდ იცვლება(მარსი; სიცოცხლე მარსზე)…