ათი წელი მარსის ორბიტაზე

 2002 წლის თებერვლიდან Mars Odyssey(NASA)-ზე არსებული ფართოკუთხიანი კამერიდან უკვე ნახევარმილიონზე მეტი ფოტო გადმოიცა.

 ათი წლის წინ, 2002 წლის თებერვალს, თერმული ემისიით გამოსახულების მიმღები(THEMIS), ორბიტალური თნამგზავრის Mars Odyssey-ზე დამონტაჟებულმა ფართოკუთხიანმა კამერამ კვლევითი სამუშაოები დაიწყო. მას შემდეგ კამერამ მარსს 45 000-ჯერ შემოუფრინა, ინფრაწითელ და ხილულ დიაპაზონში ნახევარ მილიონზე მეტი გამოსახულება გადაიღო.

 ”THEMIS-მა ძალიან კარგად იმუშავა”, ამბობს ფილიპ კრისტენსენი არიზონას შტატის უნივერსიტეტიდან ტემპში. ”განსაკუთრებით სასიამოვნოა აღმოჩენათა სპექტრის ხილვა, რომელიც ამ ინსტრუმენტის საშუალებით მოხერხდა”.

 THEMIS-ის 10 წლიანი მუშაობის საუკეთესო მიღწევებია:

 – დიდი რაოდენობით ჰემატიტის აღმოჩენა მერიდიან Planum-ზე, რის გამოც ნასამ ერთ-ერთი თავისი მარსმავალი სწორედ ამ რეგიონის გამოსაკვლევად გააგზავნა.

 – სამხრეთ პოლუსის გაყინული ქუდიდან ამომავალი ნახშირბადის ორჟანგის გაზური ნაკადების აღმოჩენა.

 – მთელს პლანეტაზე ქლორის შემცველი მარილების აღმოჩენა.

 – მარსის საუკეთესო რუქების შექმნა.

 – ნასას დასაშვები ზონდისთვის(phoenix) ადგილის შერჩევა, ქვებისგან რაც შეიძლება თავისუფალი რეგიონის მოძებნით.

 – მარსის ატმოსფეროში არსებული მტვრის აქტიურობის მონიტორინგი.

 – კრატერ არამ ქაოსის აღმოჩენა.

 – აღმოაჩინა, რომ მარსს წყლისგან გაჩენილი უფრო მეტი არხები აქვს, ვიდრე აქამდე ეგონათ.

 –   აქამდე უცნობი, უფრო განვითარებული ვულკანური ლავისთვის დამახასიათებელი, დაციტის აღმოჩენა.

THEMIS-ით გადაღბული პირველი ფოტო(NASA/JPL-Caltech/Cornell/Arizona State University).

 Mars Odyssey ორ საათიან ორბიტაზე იმყოფებოდა, რომელიც თითქმის ”მზიურ-სინქრონულს” ემთხვევა, ანუ ყოველ დღე, ადგილობრივი დროით, ის ერთი და იგივე დროს ექცეოდა ზედაპირის ერთი და იგივე ადგილის თავზე. 2008 წლის სექტემბერში, მისი ორბიტა შეიცვალა, რამაც THEMIS-ისთვის მინერალების აღმოჩენის შესაძლებლობები გაზარდა.

 ” THEMIS-იც და Mars Odyssey-ც საუკეთესო მდგომარეობაში არიან, ჩვენ კვლავაც ველოდებით მათგან ახალი აღმოჩენების გაკეთებას”, ამბობს კრისტიენსენი(მარსის ორბიტალური მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.