ანგარიში პლუტონთან მისვლამდე

 აქამდე შექმნილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კოსმოსური აპარატი ნასას კუთვნილებაა და მას ”ახალი ჰორიზინტები” ჰქვია(New Horizons).

 აპარატის სამიზნეს ჯუჯა პლანეტა პლუტონი და მისი თანამგზავრი ქირონი წარმოადგენენ. სტარტი 2006 წლის 19 იანვარ განხორციელდა, 2007 წელს იუპიტერთან ახლოს იფრინა(მისი გრავიტაციული ველით დამატებითი აჩქარების მისაღებად), ხოლო პლუტონამდე 2015 წელს მიაღწევს. პლუტონის მახლობლად გავლისას, ალბათ, აპარატი კოიპერის სარტყელის ერთ-ერთ ობიექტსაც შეისწავლის. გეგმის მიხედვით, მისია 15-17 წელი უნდა გაგრძელდეს.

 ”მომავალ იანვარს ჩვენი აპარატი ჯუჯა პლანეტასთან მისვლის შესახებ დაიწყებს ანგარიშის გადმოცემას” – ამბობს მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალან შტერნი.

 კოსმოსურმა აპარატმა ”ახალი ჰორიზონტები”, დედამიწის მიდამოები ყველა კოსმოსურ აპარატზე მაღალი სიჩქარით დატოვა. ძრავების ჩართვის დროს იგი 16,21 კმ/წმ-ს შეადგენდა. ამჟამად მისი სიჩქარე 14,95 კმ/წმ-შია, რაც ”ვოიაჯერ 1”-საზე მცირეა, ამ უკანასკნელმა ასეთი აჩქარება სატურნთან ჩატარებული დამატებითი გრავიტაციული მანევრის შედეგად მიიღო.

 ”ახალი ჰორიზონტები” პლუტინისკენ 7 წელი, 11 თვე და 27 დღე იფრენს. სავარაუდოდ, 2015 წლის თებერვალში ზონდი პლუტონის კვლევას დაიწყებს(”ახლი ჰორიზონტები”: ქირონის პირველი ფოტოები; NASA-ს ხომალდი ”New Horizons” პლანეტა პლუტონთან ყველაზე ახლოს მივა; ).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=WUB7dRgClSQ

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.