ახალდაღმოჩენილი წითელი გიგანტი მხოლოდ ცარიელი გარსია, რომლის შიგნითაც სულ სხვა ვარსკვლავი მოთავსებულა – ზეპატარა და უკიდურესად მკვრივი (Nature News).
კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა (ბოულდერი, ა.შ.შ.), ემილი ლევესკის ხელმძღვანელობით, უპრეცედენტოდ უჩვეულო ობიექტის შესაძლო აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება – ე.წ. თორნ-ჟიტკოვის ობიექტი.
მაგელანის პატარა ღრუბელში (მაგელანის პატარა ღრუბლის საიდუმლო), რომელიც ჩვენი გალაქტიკის ჯუჯა მეზობელია, თითქოსდა ჩვეულებრივი წითელი გიგანტი იქნა აღმოჩენილი, ევოლუციის დასასრულისაკენ მიმავალი ვარსკვლავი. დაბნეულობას მხოლოდ ის იწვევდა, რომ ეს მნათობი ლითიუმით, რუბიდიუმითა და მოლიბდენით მდიდარი აღმოჩნდა. ამ უცნაური კომბინაციის შესახებ სამოცდაათიან წლებში წინასწარმეტველებდნენ — უზარმაზარ ზომებამდე გაბერილი მომაკვდავი ვარსკვლავი, რომელმაც თავისი კომპანიონი, ნეიტრონული ვარსკვლავი გადაყლაპა (თორნ-ჟიტკოვის ობიექტი).
ერთი შეხედვით, ეს ობიექტი აქტიური წითელი გიგანტივით გამოიყურება, თუმცა მასში ნარჩენების ინტენსიური „ჭამა“ მიმდინარეობს. ასე რომ ვთქვათ, ასტრონომიული მასშტაბების კანიბალიზმის აქტი.
როგორ ხდება ეს? ჩვეულებრივ, ნეიტრონული ვარსკვლავი კომპანიონ-გიგანტზე ადრე ფორმირდება. გიგანტი მცირე მასების მქონე ვარსკვლავების ევოლუციით ცოცხლობს (ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა), ანუ ხანგრძლივი დროით, როგორც, მაგალითად, მზე. მასიური მეწყვილე ხანმოკლე სიცოცხლეს კოლაფსით ამთავრებს. ასეთი ზეახლის აფეთქება ხშირ შემთხვევაში ასიმეტრიულია, რის გამოც ნეიტრონული ვარსკვლავი (ნვ) იმპულსს იღებს, რასაც სისტემის მეორე ვარსკვლავის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდის შენელება შეუძლია. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და მათი ორბიტები შეიძლება გადაიკვეთოს კიდეც. ნვ გიგანტის გარე ფენაში შედის და ამ გაიშვიათებულ გარემოსთან ურთიერთქმედების გამო შესამჩნევად მუხრუჭდება, შთანთქავს მას და სიჩქარის კლებასთან ერთად, გიგანტის ბირთვში ექცევა.
ამ სიტუაციიდან ორი გამოსავალი არსებობს. თუ ნვ ბირთვს შეეჯახება, შერწყმასთან ერთად მისი მასა ოპენჰაიმერ-ვოლკოვის ზღვარს გადააჭარბებს (ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება), მოხდება ზეახლის ანთება, ხოლო ანთების ადგილზე შავი ხვრელი გაჩნდება. მეორე ვარიანტის მიხედვით, გიგანტის ნარჩენ მატერია ნვ-ს აფეთქებამდე ვერ ამძიმებს, ის უბრალოდ მძიმე ნვ იქნება. ადვილი წარმოსადგენია, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის გავარვარებული ზედაპირი გიგანტის ბირთვში არატიპიურ თერმობირთვულ რეაქციებს აამოქმედებს, რაც ზემოთ ხსენებული ქიმიური ელემენტების ჭარბ რაოდენობას წარმოქმნის.
ამ სქემებს დაკვირვებითი ასტრონომიის თვალსაზრისით ორი ნაკლი გააჩნია: ეს, ძალიან იშვიათი მოვლენაა, ხოლო ასეთი ვარსკვლავები ძალიან ცოტა ხნით ცოცხლობენ. სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, მხოლოდ ათასი წელი. მიზიდულობის ძალებით ნვ გიგანტის ბირთვამდე მალევე მიაღწევს და ერთ თვეში მთლიანად შთანთქავს მას. ამიტომ პროცესის მანამდე დანახვა, სანამ ნვ გიგანტის გარეგნობის კარდინალურ შეცვლას დაიწყებს, ძალიან ძნელია.
ლევესკის ჯგუფის აღმოჩენა, გარკვეულწილად, თორნ-ჟიტკოვის ობიექტის იდეალური სურათისგან განსხვავებულია, კერძოდ, მოლიბდენის, რუბიდიუმისა და ლითიუმის კონცენტრაცია თეორიულად დადგენილ ნორმებამდე ვერ ქაჩავს. თუმცა, როგორც ქიფ თორნი აღნიშნავს, ახალბედა, ამ ობიექტობის ყველაზე საუკეთესო კანდიდატია. თუ შემდგომი დაკვირვებები ამ ვარაუდებს დაადასტურებს, მაშინ ასტრონომიას სრულიად ახალი კლასის ობიექტები დაემატება.