მაგელანის პატარა ღრუბელი

 პორტუგალიელ მოგზაურს, ფერნანდო მაგელანსა და მის მეზღვაურებს, მოგზაურობდნენ რა კაცობრიობის ისტორიაში პირველად დედამიწის გარშემო, სამხრეთი ცის დასათვალიერებლად საკმარისი დრო ჰქონდათ. ციურ მარგალიტებს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს სამხრეთ ნახევარსფეროში, მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები უწოდეს. ეს უფორმო ღრუბლები ჯუჯა გალაქტიკებია – ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის თანამგზავრები. მაგელანის პატარა ღრუბელი ზომით 15 ათასი სინათლის წლისაა და ასობით მილიონ ვარსკვლავს შეიცავს. ის დედამიწიდან 210 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული და ტუკანის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს.

 მაგელანის პატარა ღრუბელი,  ირმის ნახტომის ახლო მეზობლებს შორის ყველაზე უფრო შორსაა, შორს, ვიდრე მაგელანის დიდი ღრუბელი, ჯუჯა გალაქტიკები დიდი ქოფაკისა და მშვილდოსნის თანავარსკვლავედებში.

გალაქტიკის გარდა, სურათზე სფერული ვარსკვლავთგროვა ჩანს, რომელიც ჩვენს გალაქტიკას ეკუთვნის: ტუკანის 47. ეფექტური ტუკანის 47, ჩვენგან 13 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული. ფოტოზე ის ღრუბლის მარჯვენა მხარესაა.

 NGC 346, მაგელანის პატარა ღრუბელში მდებარეობს. ამ ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონის დიამეტრი 200 სინათლის წელია. ფოტო გადაღებულია ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით. იკვლევდნენ რა ნისლეულ NGC 346-ს, ასტრონომებმა ვარსკვლავური ჩანასახები აღმოაჩინეს მასში. ისინი, თითქოს, ფოტოს მარჯვენა მხარეს ნაჩვენებ  გაზ-მტვროვან ზოლებშია ჩაწყობილი. ეს ჩანასახები ჯერ კიდევ იკუმშება, მათსავე წარმომშობ გაზ-მტვროვან ღრუბელში. გარშემორტყმული მტვერი კი მოწითალო ელფერს აძლევს მათ. მგელანის პატარა ღრუბლის ტიპის ჯუჯა გალქტიკები ადრეული სამყაროსთვის არის დამახასიათებელი. ითვლება, რომ ჯუჯა გალაქტიკები ის პატარა აგურებია, რომლებისგანაც ბევრი თანამედროვე დიდი გალაქტიკა არის აგებული. ადრეული სამყაროს გალაქტიკებში (ანუ შორეულ გალაქტიკებში) ხშირად პოულობენ ასეთივე ვარსკვლავურ აკვნებს, როგორიცაა NGC 346 მაგელანის პატარა ღრუბელში.

 მაგელანის პატარა ღრუბლის შემადგენელის კვლევისას, მეცნიერებმა მცირე რაოდენობით ლითიუმი აღმოაჩინეს მასში, რომელიც, მკვლევართა ვარაუდით, დიდი აფეთქების დროს გაჩნდა. თუმცა, თუ ეს ასეა, მაშინ სტანდარტული მოდელის მიხედვით, ლითიუმი ამ გალაქტიკაში გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე სინამდვილეში არის. მეცნიერთა აზრით, ეს შეიძლება ჯერჯერობით გაურკვეველმა პროცესებმა გამოიწვია. ამ ეტაპზე მეცნიერები ვერ ხსნიან, თუ ზუსტად რომელი პროცესების გამო მოხდა ასე (გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.