„ჰაბლის“ მიერ გადმოცემული მონაცემების ანალიზისას გერმანელმა, იტალიელმა და ა.შ.შ-მა ასტრონომებმა გრავიტაციული ლინზა აღმოაჩინეს, დედამიწიდან რეკორდულად შორ დისტანციაზე – 9,4 მლრდ. სინათლის წელი(mpia.de).
ობიექტი – J1000+0221, გალაქტიკას წარმოადგენს, რომელიც თავისი მასით უკან მდებარე წყაროს სინათლეს ამრუდებს. ეს წყაროც გალაქტიკაა, თუმცა მნიშვნელოვნად მცირე მასითა და დიამეტრით. ამ პატარა გალაქტიკის ასაკი სულ რაღაც 10-40 ათასი წელია და მასში ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს(სპექტრული ანალიზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ).
გრავიტაციული ლინზირება XX საუკუნის დასაწყისში აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიით იყო ნავარაუდევი, თუმცა მეცნიერებმა ამის რეალური მაგალითების დანახვა მხოლოდ მოგვიანებით მოახერხეს. ამჟამად ეს ეფექტი ასტრონომებს ობიექტების დანახვაში ეხმარებათ, რომელთა „ბუნებრივი“ ლინზის გარეშე დანახვა შეუძლებელი იქნებოდა. იგივე ეფექტი, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბებში(მიკროლინზირება) ეგოპლანეტების საძებნელად გამოყენებისთვის იქნა წარმოდგენილი. ყველაზე უფრო მასიური გრავიტაციული ლინზები არა გალაქტიკები, არამედ მათი გროვებია, რომელთა მასის ძირითადი ნაწილი ბნელ მატერიაზე მოდის.